ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი რეკორდულ ფასად გაიყიდა

1735263
ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი რეკორდულ ფასად გაიყიდა

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრის, ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი „დიეგო და მე“ აშშ-ში, ნიუ-იორკში, აუქციონზე 34,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. მექსიკელმა მხატვარმა ფრიდა კალომ ამით, როგორც საკუთარი ასევე ლათინოამერიკელ მხატვართა რეკორდიც მოხსნა.

ნამუშევარი, რომელიც ფრიდა კალომ 1949 წელს დაასრულა, ასახავს მის ქორწინებას ცნობილ მხატვარ დიეგო რივერასთან.

ნამუშევარზე გამოსახულია რივერას პატარა გამოსახულება კალოს შუბლის შუაში.

მეორეს მხრივ, გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნახატი, არგენტინაში ერთ-ერთი მუზეუმის მფლობელმა შეიძინა.


საკვანძო სიტყვები: #ავტოპორტრეტი , #ფრიდა კალო

მსგავსი ინფორმაციები