მეჰმედ ზაჰიდ სობაჯი "TRT World Forum 2021"-ზე სიტყვით გამოვიდა

მეჰმედ ზაჰიდ სობაჯი "TRT World Forum 2021"-ზე სიტყვით გამოვიდა

1721979
მეჰმედ ზაჰიდ სობაჯი "TRT World Forum 2021"-ზე სიტყვით გამოვიდა
Mehmet Zahid Sobacı.jpg

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის გენერალური დირექტორის მეჰმედ ზაჰიდ სობაჯი სიტყვით გამოვიდა "TRT World Forum 2021"-ზე, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება თემაზე "ძალა და პარადოქსი: 21-ე საუკუნეში დიდი სტრატეგიის გაგება."

გენერალური დირექტორის თქმით, გლობალური საკითხები, რომლებიც მთელ კაცობრიობას ეხება, ორი დღის განმავლობაში განიხილება TRT World Forum-ზე, რომელიც მასპინძლობს 30-ზე მეტი ქვეყნიდან 100-მდე გამომსვლელს. სობაჯიმ აღნიშნა, რომ დიალოგი, იდეების გაცვლა, ახალი გაგების განვითარება და განხილვა ისე სჭირდება დღეს მსოფლიოს როგორც არასდროს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მე-20 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული სახელმწიფოებს შეექმნათ ისეთი საერთო პრობლემები, რომლებიც აქამდე არასოდეს ჰქონიათ და რომელიც ეხება მთელ კაცობრიობას.

”გლობალურმა ტერორიზმმა, ეპიდემიებმა, როგორიცაა Covid-19, ეკოლოგიურმა კატასტროფებმა, გლობალურმა დათბობამ, კიბერ დანაშაულებებმა და კიბერშეტევებმა, მასობრივმა მიგრაციამ და შემოსავლების განაწილების უსამართლობამ და მსგავსმა რთულმა პრობლემებმა, რომლებიც სცდება ეროვნულ საზღვრებს, გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა მრავალგანზომილებიანი კრიზისის წინაშე დააყენა. დღეს, თანამშრომლობა და ურთიერთდამოკიდებულება წინა პლანზე დგას საერთაშორისო მასშტაბით პრობლემების გადასაჭრელად. გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის ეფექტურობა დამოკიდებულია მაღალი დონის, ყოვლისმომცველ და უწყვეტ გლობალურ თანამშრომლობაზე."-აღნიშნა სობაჯიმ.

მანვე თქვა, რომ TRT World Forum-თან ერთად მათ გლობალური და რეგიონალური საკითხები საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში დააყენეს მრავალგანზომილებიანი პერსპექტივით და დაამატა: "ჩვენი სამაუწყებლო პრინციპების შესაბამისად, მსოფლიოს 7 კონტინენტს 41 ენაზე და დიალექტზე ჩვენი სატელევიზიო, რადიო არხებით და ციფრული პლატფორმებით ვაწვდით ჩვენს მგრძნობელობას ყველა კრიზისის მიმართ, რომელიც ემუქრება ჩვენს სამყაროს.”

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მაუწყებლებს ასევე აქვთ დიდი პასუხისმგებლობა ამ პროცესში და დასძინა: "ახალი სამაუწყებლო მიდგომა, რომელიც ნათელს ჰფენს დღევანდელ პრობლემებს და ხელს უწყობს სოციალური და გლობალური ცნობიერების ამაღლებას, გახდა ციფრული მმართველობის ეპოქის განუყოფელი ნაწილი. ამ კონტექსტში ჩვენ TRT World Forum-ი მომავლის ფორმირებაში, როგორც ინტელექტუალური დისკუსიის პლატფორმა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია."



მსგავსი ინფორმაციები