ავსტრალია ნოემბრიდან საზღვრებს ხსნის

უცხოელ ტურიტებს ქვეყანაში მხოლოდ მომავალ წელს შეეძლებათ შესვლა

1714895
ავსტრალია ნოემბრიდან საზღვრებს ხსნის

 

ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა, მედიისათვის გავრცელებულ განცხადებაში ქვეყნის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდ-19 ეპიდემიის გამო 2020 წლის მარტიდან დახურულ საზღვრებს ნოემბრის თვიდან ახლიდან გახსნიან, მაგრამ, უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში შესვლის ნებართვას მხოლოდ მომავალი წლიდან მისცემენ. ასე რომ, ავსტრალია მანამდე  პრიორიტეტს მიანიჭებს როგორც საზღვარგარეთ დარჩენილი ავსტრალიელი მოქალაქეების დაბრუნებას, ასევე გამოცდილი იმიგრანტებისა და საერთაშორისო სტუდენტების შემოსვლას. მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსულებს აუცილებლად მოეთხოვებათ ორმაგ დოზიანი კოვიდ-19 ვაქცინაცია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი  7 დღის განმავლობაში საკუთარ სახლებში კარანტინის ქვეშ დარჩებიან. “ჩვენ მხოლოდ მომავალ წელს დავიწყებთ საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას," განაცხადა ავსტრალიის პრემიერმა


საკვანძო სიტყვები: #ავსტრალია

მსგავსი ინფორმაციები