„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 01-2021

"ყელის ტკივილი"

1700976
„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 01-2021

„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 01-2021

"ყელის ტკივილი"

თემა, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ არის ყელის ტკივილი.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მკურნალობის მეთოდი, რომელსაც ვიყენებთ ყელის ტკივილის დროს, არის ლიმონის წვენის გამოვლება.

როგორ გავაკეთოთ: ჩაასხით ნახევარი ან მთლიანი ლიმონის წვენი ოდნავ გამთბარ ერთ ჭიქა წყალში. ეს დღეში 3 ან 4 -ჯერ გამოივლეთ ყელში.

კიდევ ერთი მეთოდია ორგანული ვაშლის ძმრით დასველებული ქსოვილის ან პირსახოცის ყელზე შემოხვევა, ეს მართლაც სასარგებლოა. მეორეს მხრივ კი ძმრიან წყალში დასველებული ქსოვილი უნდა შემოახვიოთ პაციენტს ფეხებზე და ქსოვილი დარჩეს გათბობამდე, შემდეგ უნდა მოიხსნას, ფეხები უნდა გაშრეს და დაითბუნოს.

კიდევ ერთი მეთოდია ჩაის კოვზის ტარით კურკუმას ფხვნილის, ჯანჯაფილის ფხვნილის, ძალიან ცოტა შავი წიწაკის ერთ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში შერევა და დალევა. ეს არის სასიამოვნო ნაზავი, რომელიც ამსუბუქებს ყელის ტკივილს გრიპის დროს.

ერთ -ერთი სამკურნალო საშუალება ყელის ანთების დროს არის ახლად გამოწურული ჭარხლის წვენის ყელში გამოვლება.

ძალიან სასარგებლოა კომბოსტოს ფოთლის შემოხვევა ყელზე გარედან ყოველ ორ საათში ერთხელ.

მარილიანი წყლის ყელში გამოვლებაც ამსუბუქებს ტკივილს. როგორ ვაკეთებთ ამას, ვხსნით ჩაის კოვზ მარილს ჭიქა ცივ წყალში და ვივლებთ ყელში. რა თქმა უნდა, მარილიანი წყლის მეთოდის გამოყენება შესაძლებელია მოზრდილებში.

სალბს განსაკუთრებული ადგილი უკავია ყელის ტკივილის ბუნებრივი მეთოდებით მკურნალობაში.

ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალიან მარტივად გაციების, გრიპის და ყელის ინფექციების დროს. ის ძალზე ეფექტურია ღრძილების და ყელის ანთების საწინააღმდეგოდ. შესაძლებელია მისი როგორც ყელში გამოვლება და ასევე ჩაის სახით დალევაც. ის ასევე მოქმედებს როგორც სასუნთქი სისტემის დამამშვიდებელი.

არსებობს ასეთი გამონათქვამია: "თუ დარგე სალბი ბაღში, რა საჭიროა სიკვდილი" ... ეს სტრიქონები მე -13 საუკუნიდან არის შემორჩენილი. მისი ბოტანიკური სახელია Salvia, მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან salvere, რაც ნიშნავს დაცვას, შენარჩუნებას.

ცნობილია, რომ ეგვიპტელები სალბს გამოიყენებდნენ ნაყოფიერებისათვის ხოლო ძველ ბერძნულ და რომაულ ხანაში იგი გამოიყენებოდა ხორცის შესანახად. ასევე ცნობილია, რომ გამხმარი სალბის ბალახს და ფოთლებს წვავდნენ საკმევლის სახით და გამოიყენებოდა სახლების დეზინფექციისთვის.

უძველესი დროიდან დღემდე არსებობს რწმენა, რომ ადამიანი, რომელიც სვამს სალბის მოხარშულ ჩაის, ადვილად არ დაავადდება.

დღეს ის გამოიყენება გაციების და გრიპის, ყელის ტკივილის, ხმის ჩახლეჩის დროს. ასევე მოქმედებს როგორც ფარი დეპრესიის, მეხსიერების დაკარგვის, კიბოს და გულის დაავადებების წინააღმდეგ.

საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ სალბი ასევე შედის "ოთხი ქურდის ძმრის" შემადგენლობაში, რომელიც შუა საუკუნეებში გამოჩნდა შავი ჭირის წინააღმდეგ იმუნიტეტის ასამაღლებლად.

„ოთხი ქურდის ძმარმა“ სახელი მიიღო ისტორიული მოვლენისგან. ამ ძმარს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ წამლად, საინტერესო ისტორია აქვს. მის თანახმად, ჭირის ეპიდემიას მე -14 საუკუნეში მთელს ევროპაში 25 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

სწორედ ამ დროს ოთხი ქურდი ძარცვავდა ჭირისგან დაცლილ სოფლებში სახლებს და მაღაზიებს, მაგრამ ისინი არ ავადდებოდნენ ამ დაავადებით. გადმოცემის თანახმად, ქურდები დაიჭირეს ჭირისგან დაღუპული ადამიანების ძარცვისას და მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ უთხრეს, რომ აპატიებდნენ, თუკი იტყოდნენ, როგორ იცავდნენ თავს ავადმყოფობისგან. მაშინ მათ აღიარეს, რომ იბანდნენ ხელებს მათ მიერ გაკეთებული ძმრით და მას ასევე ივლებდნენ ყელში. ქურდები შეიწყალეს და გაათავისუფლეს იმის სანაცვლოდ, რომ ხალხისთვის ეჩვენებინათ ქუჩაში ამ ძმრის მომზადება.

მას შემდეგ ეს ძმარი, რომელიც ცნობილია როგორც „ოთხი ქურდის ძმარი’, საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა მრავალი დაავადებისათვის, ხოლო ოთხ ქურდულ ძმარში ასევე შედის სალბი. გაციების, გრიპისა ინფექციების, ყელის ინფექციების დროს მას შეუძლია სერიოზულად შეამციროს ყელის ტკივილი და შეამსუბუქოს ხმის ჩახლეჩა. ​​ეს არის სასიამოვნო ფიტოთერაპიული საშუალება, რომელიც ამშვიდებს, ეს არის სასიამოვნო მცენარეული ხსნარი და ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ძველ ანატოლიაში.



მსგავსი ინფორმაციები