კუთხე-კუნჭული“ 32/2021

ანტალია, ფორთოხალი და კინოფესტივალი „ოქროს ფორთოხალი“

1698454
კუთხე-კუნჭული“ 32/2021

კუთხე-კუნჭული“ 32/2021

ანტალია, ფორთოხალი და კინოფესტივალი „ოქროს ფორთოხალი“

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

თურქეთის ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული ქალაქის ანტალიის სიმბოლო ფორთოხალია. ალბათ, ეს ციტრუსი ფერითაც და გემოთიც ყველაზე მეტად ამ ქალაქის ატმოსფეროს უხდება და მას ხიბლს ჰმატებს. მთელს მსოფლიოში პარფიუმერიის, საკვები და სააფთიაქო პროდუქციის განუყოფელი ინგრედიენტის ფორთოხლის სამშობლო ჩინეთია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი და კერძოდ ანტალიის რეგიონი მსოფლიოში ფორთოხლის წარმოების 23 %-ზე აწერს ხელს. ანტალიაში და მის მიდამოებში მოყვანილ ფორთოხლის ჯიშებს შორის ყველაზე ცნობილი ფინიკეა (finike). ზღვის მინარელებით ნაკვები მიწით ფინიკეს ჯიშის ფორთოხლის განუმეორებელი არომატის გამო, ის აშშ-ში ფორთოხლის ჯიშების კონკურსში პირველ ადგილზე დასახელდა. საინტერესოა ისიც, რომ ფორთოხალი, როგორც ემბლემა ანტალიის ფილმის ფესტივალის ლოგოდაც გამოსახეს. ფესტივალს კი ასეთი სახელი „ანტალიის ოქროს ფორთოხალი“ ეწოდა.

ფილმების ცნობილი ფესტივალი, „ანტალიის ოქროს ფორთოხალი“ სათავეს იღებს ასპენდოს თეატრიდან, სადაც 1950 წლიდან კონცერტები, სპექტაკლები ტარდება. ანტალიის სერიქის რეგიონში მდებარე ასპენდოს თეატრი ანტიკური ამფითეატრია, რომელმაც სხვა ანტიკურ თეატრებთან შედარებით სცენითა და მაყურებელთათვის განკუთვნილი განყოფილებით დღემდე დაუნგრევლად მოაღწია. ასპენდოს თეატრს ძვ.წ.აღ.-ით 1200 წლით ათარიღებენ. სწორედ ეს ადგილი გახდა მე-20-ე საუკუნის 60-იანი წლების ადამიანთა თავშეყრისა და გართობის ისეთი ადგილი, რომელმაც თეატრს ახალი სუნთქვა დაუბრუნა და მხიარულებისა და სიჭრელის ცენტრად აქცია.

ავნი თოლუნაი გახდლათ მოხალისე ორგანიზატორი, რომელმაც 1963 წელს ანტალიის მერობის სტატუსი მოიპოვა და სწორედ მან ჩამოაყალიბა ფილმის ფესტივალიც. ფესტივალის ლოგოც მის დროს შეიქმნა. ორგანიზატორის დევიზი კი ასეთი იყო: „ანტალიის ოქროს ფორთოხლის ფესტივალმა თურქული ფილმის განვითარებაში მატერიალური, ინტელექტუალური და სულიერი წვლილი  უნდა შეიტანოს. ამ ფესტივალით მომავლის თურქული ფილმი სხვა სიმაღლეებს მიაღწევს და მას საერთაშორისო ასპარეზზე გზას გაუხსნის“. ბოლო დროს კი ანტალიის ფილმის ფესტივალის გრძელმეტრაჟიანი ფილმის განყოფილებაში შესული ახალი პროდუქციით თურქეთმა ოსკარის ნომინაციებს შორისაც დაიკავა თავისი ადგილი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ფილმის ფესტივალმა თურქული კინემატოგრაფიის ხარისხი და შინაარსი მაღალ დონეზე აიყვანა და საერთაშორისო სტატუსი მოუპოვა.

1985 წელს ფესტივალს ახალი ხელმძღვანელისა და მერის იენერ ულუსოის თაოსნობით  ანტალიის კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის ფონდიც დაემატა. ასევე მას „აქდენიზ აქდენიზ“ (ხმელთაშუაზღვა, ხმელთაშუაზღვა) სახელწოდების საერთაშორისო მუსიკის ფესტივალიც შეუერთდა და ხმელთაშუაზღვის ქვეყნები მოიცვა.

„ოქროს ფორთოხალი“ თურქეთში და რეგიონში მოღვაწე კინემატოგრაფებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ჯილდოა, რომ მას „თურქულ ოსკარსაც“ უწოდებენ. 2005 წლიდან ის საერთაშორისო კონკურსის სახეს იღებს და მასში არამარტო თურქი არამედ უცხოელი, და უნდა აღინიშნოს რომ ქართველი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმებიც იღებენ მონაწილეობას.



მსგავსი ინფორმაციები