ანკარაში საერთაშორისო კურსდამთავრებულთა მე-10 გამოსაშვები საღამო გაიმართება

ანკარაში საერთაშორისო კურსდამთავრებულთა მე-10 გამოსაშვები საღამო გაიმართება

1672169
ანკარაში საერთაშორისო კურსდამთავრებულთა მე-10 გამოსაშვები საღამო გაიმართება

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველოს (YTB) ეგიდით ყოველწლიურად გამართული ტრადიციული საერთაშორისო ... კურსდამთავრებულთა  ოფიციალური მე-10 გამოსაშვები საღამო გუშინ ანკარაში გაიმართა. მიმდინარე წელს, თურქეთში 3000-მდე უცხოელმა სტუდენტმა დაასრულა სწავლა.

გამოსაშვებ საღამოს, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმედ ნური ერსოი, მისი  მოადგილე სერდარ ჩამი, საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ხალხთა დეპარტამენტის (YTB) თავმჯდომარე აბდულაჰ ერენი სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და 71 ქვეყნიდა 200 სტუდენტი დაესწრო. ღონისძიებას ზოგიერთი სტუდენტი  ონლაინ რეჟიმში შეუერთდა.

გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოსულმა YTB-ს თავჯდომარე, აბდულაჰ ერენმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს 3000-მდე უცხოელმა დაამთავრა სწავლა თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მისივე თქმით, დღეს-დღეობით მქოფლიოს 150 ქვეყანაში არიან თურქეთში კურსდამთავრებულები. მან ბოლოს კურსდამთავრებულებს მომავალ ცხოვრებაში წარმატებებიც უსურვა.



მსგავსი ინფორმაციები