იცით თუ არა, რომ? 25-2021

"მესირ მაჯუნუ" ანუ მესირის პასტა

1663393
იცით თუ არა, რომ? 25-2021

იცით თუ არა, რომ? 78-(25)-2021

"მესირ მაჯუნუ" ანუ მესირის პასტა

იცით თუ არა, რომ „მესირ მაჯუნს“ (მესირის პასტა), რომლის ფესტივალიც ყოველწლიურად ტარდება, 500 წლიანი ისტორია აქვს?

 

მესირის პასტის შექმნა, რომელიც სამკურნალო საკვებად ითვლება, ემყარება ისტორიულ ამბავს. ჰაფსა სულთანი, სულეიმან ბრწყინვალის დედა, მანისაში ამოუხსნელი დაავადებით დაავადდა. ამ დაავადებისგან განკურნების მიზნით, სულთანის მეჩეთის მედრესეს ექიმმა მოამზადა პასტა, რომელიც 41 სახის მცენარისა და სანელებლის ნარევისგან შედგებოდა. ამ სამკურნალო ნარევმა, რომელიც დღემდე შემორჩა სახელწოდებით „მესირ მაჯუნუ“ ჰაფსა სულთანს ჯანმრთელობა მალევე დაუბრუნა. სულთანმა ბრძანა, რომ მესირის პასტა, რომელიც მას განკურნებაში დაეხმარა, ყოველწლიურად დაერიგებინათ ხალხისთვის ნოვრუზის კვირის განმავლობაში, ანუ 21 მარტის კვირაში. პასტას, რომელიც პატარა ქაღალდებში იყო გახვეული, ხალხს სულთნის მეჩეთიდან აძლევდნენ. მას შემდეგ ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს მანისაში ზეიმის დროს მესირის პასტას ურიგებენ სულთანის მეჩეთის გარშემო შეკრებილ ხალხს.

მესირის პასტა მზადდება ტრადიციული რეცეპტის შესაბამისად, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. იგი შეიცავს ბალახეულსა და სანელებლებს, როგორიცაა ანისული, შავი კუმინი, მდოგვის თესლი, ქოქოსი, ილი, შავი პილპილი, მიხაკი, კვლიავი, ქინძი, ზაფრანა, დარიჩინი, ვანილი, კოჭა, ფორთოხლის კანი,  ცერეცო და სხვა. ამ სანელებლების მოქმედებით, მესირის პასტას ბევრი სარგებელი მოაქვს. ყველაზე ცნობილი დადებითი ეფექტია; ძალა და ენერგია, რომელსაც ის იძლევა ბუნებრივი სანელებლების შერევის გამო. ასევე კარგია ეგზემისა და კანის ზოგიერთი დაავადების დროს. იგი გამოიყენება გაციების სამკურნალოდ, რადგან სასუნთქ სისტემას ხსნის მასში შემავალი სანელებლები გამო და აჩერებს ხველას. ზოგიერთი სანელებელი, რომელსაც იგი შეიცავს, ასევე კარგია რევმატიული დაავადებების დროს, რადგან მათ ტკივილის შემამსუბუქებელი თვისებები გააჩნიათ.



მსგავსი ინფორმაციები