თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე 23 მოსწავლეს შეხვდა

მუსტაფა შენთოფი, 23 აპრილის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღესთან დაკავშირებით 23 მოსწავლეს შეხვდა

1626834
თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე 23 მოსწავლეს შეხვდა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე, მუსტაფა შენთოფი, 23 აპრილის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღესთან დაკავშირებით 23 მოსწავლეს შეხვდა.

შენთოფმა, რომელიც ბავშვებს ესაუბრა და უპასუხა მათ შეკითხვებს, მათ მიაწოდა ინფორმაცია თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის დაარსებისა და 23 აპრილის ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღესასწაულის შესახებ.

მეჯლისის თავმჯდომარემ, რომელმაც პროგრამის ფარგლებში ასევე უმასპინძლა ბავშვებს კაბინეტში, თავისი ადგილი გადასცა მეორე კლასის მოსწავლეს მირაჩ ეიმენ ქაიას.

მან ბავშვებს სიტყვით მიმართა და თქვა: "1920 წლის 23 აპრილი, თარიღი, როდესაც ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის დაიწყო თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მიერ, ათათურქმა ბავშვებს უსახსოვრა და დღესასწაული გახდა".



მსგავსი ინფორმაციები