ვის შეეძლება რამაზნის (მარხვის) თვის გატარება წმინდა  მიწებზე?

ვის შეეძლება რამაზნის (მარხვის) თვის გატარება წმინდა  მიწებზე?

1615833
ვის შეეძლება რამაზნის (მარხვის) თვის გატარება წმინდა  მიწებზე?

საუდის არაბეთის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ რამაზნის (მარხვა) თვეში (12 აპრილი-12 მაისი) მუსლიმებს მექაში, მასჯიდ ალ-ჰარამში თარავის ნამაზის ლოცვა და უმრას შესრუება, ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) დაინფიცირებულ და გამოჯანმრთელებულ და ვაქცინირებულ მომლოცველებს შეეძლებათ.

საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SPA-ს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება, უმრასა და ჰაჯობის სამინისტროს მხრიდან იქნა მიღებული.

ამავე ინფორმაციით, საუდის არაბეთში მარხვის თვის პერიოდში როგორც მასჯიდ ალ-ჰარამი და მასჯიდ ალ-ნებევი ასევე სხვა მეჩეთებიც ღია იქნება, რა თქმა უნდა კოვიდ-19-ის ეპიდემიის ზომების დაცვით.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის მხრიდან გასილ წელს გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის რამაზნის თვეში, მექაში მასჯიდ ალ-ჰარამისა და მედინაში მესჯიდ ალ-ნებევში თერავის ნამაზის ლოცვა მრევლის გარეშე უნდა შესრულებულიყო.


საკვანძო სიტყვები: #წმ. მიწები , #რამაზანი

მსგავსი ინფორმაციები