იცით თუ არა, რომ? 66/2021

ნოვრუზი

1610792
იცით თუ არა, რომ? 66/2021

იცით თუ არა, რომ? 66 - 13

იცით თუ არა, რომ ნოვრუზი დღემდე მოღწეული ყველაზე ძველი ერთ-ერთი თურქული ტრადიციაა?

ნოვრუზი, რომელსაც ისტორიის მანძილზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავდნენ, თურქების ერთ-ერთი ყველაზე ძველი დღესასწაულია. თურქულ კულტურაში ნოვრუზი დაბადებას, გამოღვიძებას, ნიშნავს. ამავდროულად იგი გაზაფხულის დასაწყისად მიიჩნევა. ნოვრუზის აღნიშვნის კიდევ ერთი სახელია „ერგენეკონის ბაირამი“. ეს სახელი წარსულიდან დღემდე სხვადასხვა თურქულ ტომებში ისევ ციცხლობს. ნოვრუზს, შუა აზიაში ორჰუნის მიმდებარე ტერიტორიიდან, ალთაიმდე, იქედან ჰუნების ევროპაში ჩასვლით უნგრეთამდე და ბალკანეთამდე, მეცხრე საუკუნეში კასპიის სამხრეთიდან ანატოლიაში და მესოპოტამიის რეგიონამდე მიუღწევია და უფრო ფართო ტერიტორიაზე გავრცელებულა. თურქები ისტორიის მანძილზე სხვადასხვა რეგიონში ცხოვრების, სხვადასხვა აღმსარებლობის მიუხედავად ნოვრუზს ყოველთვის აღნიშნავდნენ.  

რესპუბლიკის დაარსებასთან ერთად ნოვრუზის აღნიშვნა უფრო ფართოდ დაიწყეს და იგი მომავალშიც თურქული სამყაროს საერთო ღირებულება იქნება.


საკვანძო სიტყვები: #ნოვრუზი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები