YTB-ს ხელმძღვანელმა, აბდულლაჰ ერენმა, განცხადება გააკეთა

YTB-ს ხელმძღვანელმა, აბდულლაჰ ერენმა, განცხადება გააკეთა

1606740
YTB-ს ხელმძღვანელმა, აბდულლაჰ ერენმა, განცხადება გააკეთა

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების დირექტორატის (YTB) ხელმძღვანელმა აბდულლაჰ ერენმა დედაქალაქ ანკარაში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მათი ორგანიზაციის მოქმედების სფერიებიდან ერთ-ერთია თურქეთთან ზოგიერთი საერთო ფასეულობის მქონე მოძმე ქვეყნები და მონათესავე თემები.

"ამ მხრივ, ჩვენი არაკანელი მუსლიმი ძმები ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მათ ჩამოერთვათ ადამიანის ყველაზე ძირითადი უფლებები, მათ შორის მიანმარის მოქალაქეობის უფლებებიც. აუცილებელია, რომ ეს საკითხი გაჟღერდეს საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მედიის წინაშე... ჩვენ ვახორციელებთ "როჰინჯიას ონლაინ მედიის ტრენინგ პროგრამას", რათა ამ ჩვენი ძმების ხმა უფრო ეფექტურად მოისმინოს მსოფლიომ და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარებას დიასპორაში. პროგრამა განხორციელდება 29-31 მარტს ონლაინ რეჟიმში." - განაცხადა ერენმა.


საკვანძო სიტყვები: #აბდულლაჰ ერენი , #YTB

მსგავსი ინფორმაციები