ისტორიაში პირველად რომის პაპი ერაყში მიდის

კათოლიკების სულიერი ლიდერი და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, პაპი ფრანცისკე, ხვალ ერაყში ვიზიტით ჩავა

1595199
ისტორიაში პირველად რომის პაპი ერაყში მიდის

კათოლიკების სულიერი ლიდერი და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, პაპი ფრანცისკე, ხვალ ერაყში ვიზიტით ჩავა.

ვატიკანმა რომის პაპის ერაყში ვიზიტი შემდეგი სიტყვებით გამოაცხადა: „ისტორიაში პირველად რომის პაპი ერაყში მიდის.“

ვატიკანის მიერ გავრცელებული პროგრამის მიხედვით, პაპი ფრანცისკე 5-8 მარტის ვიზიტის ფარგლებში პირველს, დედაქალაქ ბაღდათს ეწვევა.

6 მარტს ნეჯეფში ერაყის შიიტების სასულიერო წარმომადგენელს, აიათოლა ალი ეს-სისტანის შეხვდება.

კათოლიკეების სულიერი ლიდერი იეზიდებსაც შეხვდება.

პაპი ფრანცისკე 7 მარტს ერბილში ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის წარმომადგენლებს შეხვდება, მოსულს მოინახულებს და 8 მარტს ვატიკანში დაბრუნდება.

ვატიკანის პრესსპიკერმა, მატეო ბრუნიმ, პაპის ერაყში ვიზიტის წინ განცხადება გააკეთა.

ბრუნის თქმით, პაპი პირველად მიემგზავრება ისეთ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიიტებისგან შედგება, ერაყში სხვა ვიზიტებისგან განსხვავებული უსაფრთოების ზომები სჭირდება და „სავარაუდოა, რომ პაპი დაჯავშნულ მანქანას გამოიყენებს.“

რომის პაპმა ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემის გამო 2020 წლის საგარეო ვიზიტები გააუქმა.

ერაყში ვიზიტი პაპისთვის რიგით 33-ე საგარეო ვიზიტი იქნება დახლოებით 16 თვიანი პაუზის შემდეგ.



მსგავსი ინფორმაციები