დღეს ისლამური სამყარო  „რეღაიბის ღამეს“  აღნიშნავს

დღეს ისლამური სამყარო  „რეღაიბის ღამეს“  აღნიშნავს

1586263
დღეს ისლამური სამყარო  „რეღაიბის ღამეს“  აღნიშნავს

დღეს, ისლამური სამყარო სამთვეულის დასაწყისად მიჩნეულ „რეღაიბის ღამეს“ აღნიშნავს. რეღაიბის ღამე მთვარის კალენდრის პირველ ხუთშაბათ-პარასკევის დამაკავშირებელ ღამეს აღინიშნება. ეს ღამე მუსლიმებში „წყალობის და ბარაქიანობის  ღამედ“ აღიქმება. თურქეთში ამ ღამესთან დაკავშრებით ყველა მეჩეთებში სხვადასხვა სამლოცველო რიტუალები  იმართება. რეღაიბის ღამესთან დაკავშირებით თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელმა ალი ერბაშმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში მუსლიმებს რეღაიბის ღამე ანუ სამთვეულის დასაწყისი მიულოცა და განაცხადა, რომ ეს  სულიერი სიმშვიდის პერიოდის დასაწყისია. „სამთვეულის დასაწყისი ყველა ჩვენთაგანისთვის სიკეთის, მტკიცე რწმენის და ყოველივე საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს. საჭიროა ჩვენს ცხოვრებას კიდევ ერთხელ გადავხედოთ. მოდით ყველამ ერთად ამ ღამეს თავი ყოველგვარი შურისძიების და ზიზღის გრძნობებიდან შორს დავიკავოთ და ღმერთს პატიება, შენდობა, მშვიდობა და კეთილდღეობა შევთხოვოთ,“ ნათქვამია ერბაშის მილოცვაში.

მეორეს მხრივ, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სტამბოლში, აია-სოფიას მეჩეთში სპეციალური პროგრამა გაიმართება, რომელიც თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT 1 არხიდან პირდაპირ ეთერში გაშუქდება.



მსგავსი ინფორმაციები