წყალი და კაცობრიობა 25/2021

მდინარეები ევფრატი და ტიგროსი

1586343
წყალი და კაცობრიობა 25/2021

წყალი და კაცობრიობა 25/2021

მდინარეები ევფრატი და ტიგროსი

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

 

ორი მდინარე, რომელიც მოედინება ათასწლეულებია... რეგიონის ისტორიის შემქმნელი, ბარაქის სიმბოლო ორი მდინარე! მათ ირგვლივ იქმნებოდა და ინგრეოდა სახელმწიფოები მთელი ისტორიის განმავლობაში, რადგანაც ხალხს სურდა ამ ნაყოფიერ მიწებზე დასახლება ისტორიის ყველა პერიოდში. ეს ორი მდინარე შეესწრო იმ ცივილიზაციების შექმნასა და განადგურებას, რომლებმაც ისტორია შექმნეს. ელამელები, ასურელები, ბაბილონელები, შუმერები, აქადელები და მრავალი სხვა ცივილიზაცია ყვაოდა ამ ორი მდინარის პირას ... ისინი ეგვიპტის სიცოცხლის ძარღვ, ნილოსზე, მეტ ცივილიზაციას აერთიანებენ და ქმნიან კულტურულ მოზაიკას ამ ძველ მიწებზე ... ეს ორი მდინარეა ტიგროსი და ევფრატი ...

ტიგროსი და ევფრატი რელიგიური, პოლიტიკური, კომერციული და სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონის სიცოცხლის ძარღვი იყო. დღეს ჩვენ მოგითხრობთ ამ ორი მდინარის შესახებ, რომლებმაც გავლენა მოახდინეს და ჩამოაყალიბეს არა მხოლოდ ანატოლიის, არამედ მთელი მსოფლიოს ისტორია, მათი ნაყოფიერი მიწებით და მათ მიერ შექმნილი ისტორიით.

ისტორიის მანძილზე, წყლის ნაპირი ყოველთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ადამიანისთვის. წყალი იყო არა მხოლოდ რეალური ცხოვრების, არამედ მითოლოგიისა და ლეგენდების მთავარი მოქმედი გმირიც. წყალი შესულია ყველა ცივილიზაციის ლეგენდებში, გამონაკლისის გარეშე. შუმერების "შექმნის მითში" წყლის ღმერთი ენკი ქმნის ევფრატსა და ტიგროსს და წვიმა მოჰყავს მდინარეების გასავსებად, სიუხვისა და ბარაქის მისაცემად. ამას ვიგებთ თიხის ფირფიტებიდან. ფირფიტების თიხასაც ასევე მოიპოვებდნენ მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის ფსკერზე. შუმერების ცივილიზაცია, რომელმაც გავლენა მოახდინა კაცობრიობის ისტორიაზე მრავალი აღმოჩენითა და გამოგონებით, ამ ორი მდინარის პირას დაარსდა. ტიგროსის ხეობაში დაარსებული ასურეთის დედაქალაქები პირველი ფერმერული სოფლებია, სადაც მიწა შესაფერისი გახადეს სოფლის მეურნეობისთვის.

ამ ტერიტორიებზე, სადაც წარსული და მომავალი ერთმანეთში ირევა, ტიგროსი და ევფრატი, მოწმეა ხახლისა, რომლებიც კლდეებში მღვიმეებს კვეთდნენ, მათ კედლებზე ნახატებს აკეთებდნენ და კიდევ ბევრი სხვა ფაქტისა. ევფრატისა და ტიგროსის აუზი ერთადერთი ადგილია ანატოლიაში, სადაც ქვის ხანიდან კაცობრიობის კულტურულ განვითარებაზე უწყვეტი დაკვირვებაა შესაძლებელი. ადიამანში ჩატარებული "შეჰრემუზის გათხრები" ყურადღებას იქცევს ქვის ხანის აღმოჩენებით. შანლიურფაში ნეოლითის ხანის "ნევალი ჩორი" არის ის ადგილი, სადაც ადამიანებმა ცხოველების მოშინაურება და ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლა დაიწყეს. ასევე შანლიურფაში მდებარე გობექლი თეფე, საკულტო ადგილი, რომელიც სამეცნიერო სამყაროს დიდ დაინტერესებას იწვევს, ამ აუზის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილია. ეს ცნობები აჩვენებს, რომ რეგიონი არ არის მესოპოტამიის მცირე ნაწილი, პირიქით, იგი კონტაქტშია იქაურ კულტურებთან და ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ისინი.

მესოპოტამიასა და მცირე აზიაში ყველაზე გრძელი მდინარე ევფრატი, სიგრძით ათას კილომეტრზე მეტია და თურქეთის ყველაზე დიდი აუზის მქონეა. ასურელები მას "პურატუს" უწოდებდნენ, არაბები "ფურატს", ხოლო დასავლურ ენებში კი მას ევფრატი ჰქვია. ის ათასობით წლის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო, იგი იყო სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის ცენტრი. მეცხრამეტე საუკუნემდე მასზე ხიდი არ აშენებულა, ამის გამო ტრანსპორტირება ნავებით და ხომალდებით ხდებოდა. ანატოლიის პროდუქცია სპარსეთის ყურემდე ევფრატის გავლით აღწევდა და იქედან კი აზიაში გადიოდა.

ვარაუდობენ, რომ რეგიონის ვაკის მდინარე ევფრატის წყლით მორწყვის იდეა დაახლოებით 3000 წლის წინ გაჩნდა. არ არის ცნობილი, ვის ეკუთვნის ეს იდეა, მაგრამ სხვადასხვა წყაროდან ირკვევა, რომ ასურეთის მეფე ნემრუთი ამ იდეის რეალიზაციის მიზნით წლების მანძილზე ათი ათასობით მონას ამუშავებდა.

ტიგროსი... მას ნაზს ეძახდნენ, მაგრამ ის ჩქარი მდინარეა. ევფრატის შემდეგ იგი არის ანატოლიის ყველაზე გრძელი მდინარე. მისი სახელია "ტიგლატი" სპარსულად და "ტიგრისი" ბერძნულად. ტიგროსი სასწაულია... ის არის სამი მდინარიდან ერთ-ერთი მსოფლიოში, რომელიც წმინდად არის აღიარებული... ტიგროსის სტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა წყაროდან იკვებება, საშუალებას აძლევს მის აუზს უმასპინძლოს სხვადასხვა თავისებურებების მქონე ხეობებსა და ეკოლოგიურ სისტემებს. ტერიტორიები, რომლებზეც გადის ტიგროსი, შვიდი ათასი წლის ისტორიით ატარებს ოცზე მეტი ცივილიზაციის კვალს... ტიგროსის ხეობამ უზრუნველყო, რომ დიარბაქირის ციხე, გალავნები და ჰევსელის ბაღები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ და ორიგინალური კულტურული მემკვიდრეობაა, შეტანილი ყოფილიყო იუნესკოს კულტურული ლანდშაფტის არეალის სიაში.

საუკუნეების განმავლობაში, ტიგროსსაც და ევფრატსაც ადამიანები ვერ იყოფდნენ. რადგანაც რეგიონი, რომელსაც იგი სიცოცხლეს აძლევდა, ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე და იგი ომების და ბრძოლების მოწმე ხდებოდა. დღეს ტიგროსი და ევფრატი, თურქეთის, სირიისა და ერაყის ქალაქებს წყალს აწოდებენ. დღეს ამ ორ მნიშვნელოვან მდინარეზე ძალიან მნიშვნელოვანი კაშხლებია აგებული. დღეისათვის ევფრატზე 7 და ტიგროსზე 6 წყალსაცავია. ევფრატზე აშენებული ათათურქის კაშხალი სიდიდით მე-6 ადგილზეა მსოფლიოში შევსების მოცულობით.

ტიგროსი და ევფრატი არის მსოფლიოში წმინდად მიჩნეული სამი მდინარიდან ორი, სადაც შეიქმნა და განადგურდა ცივილიზაციები, გაიმართა მრავალი ომი და იყო მშვიდობა, სადაც დაიღუპა მრავალი ადამიანი და სიყვარული, რომლის თემაც შესულია მრავალ ლეგენდაში! ამ რეგიონში ჩატარებული გათხრების შედეგად ნათელი ეფინება არა მხოლოდ ანატოლიის, არამედ კაცობრიობის ისტორიის განვითარებასაც.

ზოგჯერ ეს მდინარეები მოგზაურებს ღამით გზას აჩვენებდა მთვარის შუქის ანარეკლით, ზოგჯერ კი უხმოდ ადევნებდა თვალყურს ომებს... მიწას, ადამიანებს სიცოცხლე მისცა, მაგრამ ზოგჯერ წაართვა კიდეც... ტიგროსი და ევფრატი სამუდამოდ გააგრძელებენ დინებას მშვიდობიანად...

ტიგროსი და ევფრატი არის მრავალფეროვანი და მულტიკულტურული რეგიონის მდინარე, სადაც ხალხი დასახლდა ნეოლითის ხანიდან. ისინი იმ ტერიტორიების წყლებია, რომლებსაც აქვთ როგორც რელიგიური და პოლიტიკური, აგრეთვე კომერციული და სტრატეგიული მნიშვნელობა. წარსულში, აბრეშუმის გზის, დღეს კი ნავთობისა და გაზის გზების გადაკვეთის წერტილილში მდებარე რეგიონის შეუცვლელი მდინარეებია. 

 



მსგავსი ინფორმაციები