პრეზიდენტმა „ენის“ დაცვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა „ენის“ დაცვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1585067
პრეზიდენტმა „ენის“ დაცვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქული ენის დაცვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა და აღნიშნა: „თავდაცვის უძლიერესი ნაბიჯი, რომელიც კულტურული იმპერიალიზმის წინააღმდეგ შეიძლება გადავდგათ, პირველ რიგში, ჩვენი ენის დაცვაა.“

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ ანკარაში, ბეშთეფეს კულტურისა და კონგრეს ცენტრში, „ჩვენი იუნუსის“ წლის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„სამშობლო ჯერ ენას ელოდება, შემდეგ ჯარს, ამიტომ ძალიან მჭიდროდ უნდა დავიცვათ ჩვენი თურქული ენა. იუნუს ემრეს გარდაცვალების 700-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩვენ ვაცხადებთ მობილიზაციას სახელწოდებით „მსოფლიო ენა თურქული“. სანამ ჩვენი ენა კარგავს ძალას, ჩვენ ვერ შევაჩერებთ ჩვენს პოლიტიკურ საზღვრებს. ჩვენი  საერთო კულტურა და ცივილიზაცია რუქებზე მხოლოდ ერთ უბრალო ხაზად დარჩება,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ცნობისათვის, იუნუს ემრე არის ხალხური პოეტი, რომელიც ანატოლიაში მე-13 საუკუნეში, თურქული პოეზიის წინამძღოლია.



მსგავსი ინფორმაციები