ინდონეზიაში მსოფლიოში უძველესი ცხოველის გამოსახულება იქნა აღმოჩენილი

ინდონეზიაში მსოფლიოში უძველესი ცხოველის გამოსახულება იქნა აღმოჩენილი

1563691
ინდონეზიაში მსოფლიოში უძველესი ცხოველის გამოსახულება იქნა აღმოჩენილი

ინდონეზიის კუნძულ სულავესზე ერთ-ერთ გამოქვაბულში, სავარაუდოდ, 45 500 წლის წინ დახატული, მსოფლიოში უძველესი ცხოველის გამოსახულება იქნა აღმოჩენილი.

BBC- ს ინფორმაციის თანახმად, არქეოლოგები ერთ-ერთ მღვიმეში 45 500 წლის წინ დახატულ გარეული ღორის გამოსახულებას წააწყდნენ.

გამოსახული ცხოველი, რომლის სიგრძეც 136 სიგანე კი 54 სანტიმეტრია, სავარაუდოდ, ტახია და მის უკანა ნაწილში ორი ხელის ანაბეჭდია.

მკვლევარმა მაქსიმე აუბერტმა განაცხადა, რომ იმის დასადგენად თუ როდის არის ნახატი შესრულებული, მასზე ჩამოყალიბებული კალციტის ფენა შეისწავლეს და იზოტოპების დაშლის დათარიღების მეთოდი გამოიყენეს.

სპეციალისტმა ადამ ბრუმმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ნახატზე გამოსახული ტახი კომუნიკაციაშია სხვა ორ ტახთან ან მათ ბრძოლას უყურებს.

აღნიშნული გამოსახულება ჟურნალ "Science Advances"-ში გამოქვეყნდა.

2018 წელს ინდონეზიის კუნძულ ბორნეოზე გამოქვაბულში აღმოაჩინეს მინიმუმ 40 000 წლის წინანდელი ცხოველის გამოსახულება.



მსგავსი ინფორმაციები