YTB თურქეთში კურსდამთავრებულებს მხარდაჭერას გაუწევს

განაცხადების მიღება 10 იანვრიდან დაიწყება მისამართზე basvuru.ytb.gov.tr.

1560116
YTB თურქეთში კურსდამთავრებულებს მხარდაჭერას გაუწევს

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების დირექტორატი (YTB) თურქეთში კურსდამთავრებულების საკითხზე მუშაობას განაგრძობს.

თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ათასობით საერთაშორისო სტუდენტი, თურქეთში კურსდამთავრებულთა რიგებს უერთდება როგორც მეცნიერი, პოლიტიკოსი, საქმოსანი, ეკონომისტი, სპორსტმენი თუ ხელოვანი.

დირექტორატმა, თურქეთიდან წასვლის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულად მომუშავე და მისი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი თურქეთში კურსდამთავრებულებისთვის ორი წამახალისებელი პროგრამა გამოაცხადა. YTB, „თურქეთში კურსდამთავრებულთა აკადემიური წახალისების პროგრამით“ და „თურქეთში კურსდამთავრებულთა სპორტში სამსახურის ჯილდო და წახალისების პროგრამით“ თურქეთში კურსდამთავრებულთა ფინანსურ დახმრებას უზრუნველყოფს.

თურქეთში კურსდამთავრებულთა აკადემიური წახალისების პროგრამით იმ მეცნიერების და მკვლევარების თურქეთის კულტურის, ენისა და ისტორიის შესახებ აკადემიური სამუშაოები იქნება მხარდაჭერილი, რომელთაც განათლება თურქეთში მიიღეს.

სპორტში სამსახურისა და წახალისების პროგრამის ფარგლებში კი თურქეთში კურსდამთავრებულ სპორტსმენებს სამომავლო წარმატებებისთვის წამახლისებელი ჯილდო გადაეცემათ. პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო და რეგიონულ ჩემპიონატებზე, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში წარმატებული კურსდამთავრებულების ხელშეწყობა მოხდება.

განაცხადების მიღება 10 იანვრიდან დაიწყება მისამართზე basvuru.ytb.gov.tr.

პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ მისამართზე www.turkiyemezunlari.gov.tr



მსგავსი ინფორმაციები