„კუთხე-კუნჭული“ 1/2021

"ბუიუქადა"

1570054
„კუთხე-კუნჭული“ 1/2021

„კუთხე-კუნჭული“ 1/2021

"ბუიუქადა"

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

სტამბოლის, როგორც ისტორიის დღევანდელობისათვის ნაჩუქარ სიდიადეზე ამ გადაცემაში არ ვისუბრებთ, თუმცა  მოგითხრობთ იმ არანაკლებ საარაკო ადგილის შესახებ, რომელსაც სტამბოლიდან მხოლოდ ზღვის პატარა ნაწილი აშორებს. ამ ადგილს ბუიუქადა ჰქვია. ის მარმარილოს ზღვაში მდებარე სხვა რამდენიმე კუნძულთან შედარებით ყველაზე დიდია. მისი სახელიც „დიდი კუნძული“ აქედან მომდინარეობს, თუმცა მისი ბერძნული სახელწოდება პრინკიპოსი იგივე „პრინცები“ა. პირველი, რაც ბუიუქადას შესახებ შეგვიძლია ვთქვათ, 1930 წელს ბერძნულ მართლმადიდებლურ სასაფლაოსთან ახლოს აღმოჩენილი ალექსანდრე მაკედონელის მამის, მაკედონიის მეფის ფილიპე მეორის კუთვნილი ოქროს მონეტებია. კუნძულის ეს სიმდიდრე, რაც მის ისტორიულ წლოვანებასაც განსაზღვრავს, დღეს სტამბოლის არქოლოგიის მუზეუმშია დაცული.

ბუიუქადაზე ბიზანტიელების მიერ აგებული მონასტრების სიუხვეც ერთი შეხედვით მისი ანტიკური ხანიდან ქრისტიანობის განვითარების საფეხურებზე მიუთითებს. ცნობილია, რომ ამ მონასტრებს კონსტანტინოპოლის ურჩი იმპერატორების, მათი მეუღლეებისა და პატრიარქების დასასჯელ ადგილად იყენებდნენ. იქ გადასახლებულს იშვიათად თუ უბრუნებდნენ ძველ სახელსა და დიდებას. ბიზანტიელი ისტორიკოსის კედრენოსის მიხედვით, 569 წელს იმპერატორმა იუსტინე მეორემ ამ კუნძულზე იმ დრომდე არსებული ყველაზე დიდი სასახლე და მონასტერი აიშენა და იქვე დასახლდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება კუნძულისათვის „პრინცები“ს“ სახელის დარქმევაც.

დაახლობით შვიდი საუკუნის მანძილზე ბუიუქადა, პოლიტიკური შეუთანხმლებლობის ნიადაგზე  სახელმწიფო მოღვაწეების დასასჯელი ადგილის სახელს ატარებდა. ამიტომაც კონსტანტინოპოლის ქალაქის დაცვის მიზნით მის ირგვლივ გალავნის შემორტყმის დროს ბუიუქადა ყურადღების მიღმა დარჩა. ამიტომაც მისი განიავება ძნელი არ აღმოჩნდა თუნდ არაბებისა თუნდაც ჯავროსნების თავდახმების დროს.

ანატოლიაში ოსმალების იმპერიის ჩამოყალიბებამ ბუიუქადას მნიშვნელობა შესძინა. მე-19-ე საუკუნეში კი სულთანმა აბდულჰამიდ მეორემ იქ საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეებს საცხოვრებელი პირობები შეუქმნა, რამაც კუნძულზე მოსახლეობის გაზრდა გამოიწვია. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ბუიუქადას ისეთ ადგილად გადაქცევა, რაც მას დღესაც მსოფლიოში გამორჩეული არქიტექტურის ნიმუშად აქცევს. მხედველობაში მაქვს პირველ რიგში კუნძულის ადმინისტრაციული შენობების ნატიფი ხუროთმოძღვრული  ნაგებობები. თუმცა ის, რისთვისაც ამ კუნძულს დიდი ინტერესით სტუმრობენ, ე.წ. საზაფხულო სახლების არქიტექტურაა.

ხის მოჩუქურთმებული აივნიანი ორ ან სამსართულიანი სახლები იშვიათი მცენარეებით დამშვენებული ბაღებით, სახლებს შორის ზურმუხტისფერი ზღვის ხედით და რაც მთავარია მხოლოდ კუნძულისათვის დამახასიათებელი სიჩუმით - ეს არის ბუიუქადა. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ ბუიუქადაზე მანქანების გადადგილება აკრძალულია. ერთადერთ ტრანსპორტად ცხენებშებმულ ფაიტონებს იყენებდნენ, თუმცა ბოლო დროს ესეც ცხოველთა დაცვის დაუღალავი პროტესტების შედეგად აიკრძალა. ამიტომაც გათავისუფლებულ ცხენებს კუნძულის სრულუფლებიანი მკვიდრის სტატუსი მიენიჭათ.

ბუიუქადას პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი ისიც არის, რომ 1929-1933 წლებში აქ წითელი არმიის დამაარსებელი და რევოლუციონერი ლევ ტროცკი ცხოვრობდა. მას შემდეგ რაც მისი საბჭოთა კავშირის განვითარების იდეები სტალინის შეხედულებებთან გადაიკვეთა, სტალინმა ის სტამბოლში კერძოდ კი ბუიუქადაზე გადაასახლა. მისი სახლი, რომელიც ზღვას გადაჰყურებს დღეს კერძო საკუთრებაშია. თუმცა კუნძულის მერია აპირებს რომ შეიძინოს ეს სახლი,  რომელსაც ტროცკის მუზეუმად გადააკეთებს. ეს იქნება მექსიკაში ტროცკის სახლ-მუზეუმის ანალოგი, რაც კუნძულის მიმართ ინტერესს უფრო მეტად გაზრდის.

 



მსგავსი ინფორმაციები