იცით თუ არა, რომ 37/3030

„თოფქაფის სასახლე“

1485900
იცით თუ არა, რომ 37/3030

იცით თუ არა, რომ 37/3030

„თოფქაფის სასახლე“

იცით თუ არა, რომ 700.000 კვადრატული მეტრის ფართობზე აშენებული თოფქაფის სასახლე ერთ-ერთი უდიდესი სასახლე-მუზეუმია მსოფლიოში?

სტამბოლის დაპყრობის შემდეგ, 1460-იან წლებში ფატიჰ სულთან მეჰმედის ბრძანებით დაიწყებული თოფქაფის სასახლის მშენებლობა, 1478 წელს დასრულდა. სასახლე, რომელიც მდებარეობს ისტორიულ სტამბოლის ნახევარკუნძულზე, მარმარილოს ზღვას, სტამბოლის სრუტესა და ოქროს რქას შორის, თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე ოსმალეთის ადმინისტრაციულ, საგანმანათლებლო და ხელოვნების ცენტრს, ასევე სულთნების საცხოვრებელს წარმოადგენდა.

მე-19 საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში, არსებული სასახლე მე-19 საუკუნის სახელმწიფო პროტოკოლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უკვე საკმარისი აღარ იყო, რის გამოც აშენდა დოლმაბაჰჩეს სასახლე და გარკვეული პერიოდის შემდეგ დინასტია საცხოვრებელად და ადმინისტრაციული ცენტრი მთლიანად  დოლმაბაჰჩეს სასახლეში გადავიდა.

1922 წელს ოსმალეთის მონარქიის გაუქმების შემდეგ, თოფქაფის სასახლე, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანებით 1924 წლის 3 აპრილს მუზეუმად გადააკათეს და იგი არის რესპუბლიკის პირველი მუზეუმი. დღეს თოფქაფის სასახლე ერთ-ერთი უდიდესი სასახლე-მუზეუმია მსოფლიოში თავისი არქიტექტურით, კოლექციებით და დაახლოებით 300 000 საარქივო დოკუმენტით.



მსგავსი ინფორმაციები