ეფესის საერთაშორისო ოპერისა და ბალეტის ფესტივალი დაიწყო

მის ფარგლებში 26 ივლისს ინტერაქტიული კონცერტიც ჩატარდება

1459704
ეფესის საერთაშორისო ოპერისა და ბალეტის ფესტივალი დაიწყო

ეფესის ოპერისა და ბალეტის მე-3 საერთაშორისო ფესტივალი, ევროპული და ოსმალეთის სასახლის მუსიკის კონცერტით დაიწყო. იზმირში მდებარე ანტიკურ ქალაქ ეფესის ოდეონში, ამ ფესტივალის ფარგლებში პირველი კონცერტი, გუშინ საღამოს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19 ეპიდემიის  ზომების ფარგლებში, კონცერტის მაყურებლებს სამედიცინო ნიღბები ეკეთათ და ამასთან სოციალური დისტანციაც დაცული იყო. როგორც ფესტივალის პროგრამის ნაწილი, 26 ივლისს მაყურებელი დაესწრება სასცენო წარმოდგენას სახელწოდებით, “The Funtime of the Opera“ და ეს ინტერაქტიული კონცერტი მიზნად ისახავს ოპერის მხიარული სახის ჩვენებას. ამავე კონცერტზე მაყურებლის მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება ასევე ცნობილი არიები, ნაპოლეიტნები და ხალხური სიმღერები



მსგავსი ინფორმაციები