იცით თუ არა, რომ 27/2020

„ლურჯი დროშა“

1447652
იცით თუ არა, რომ 27/2020

იცით თუ არა, რომ 27/2020

„ლურჯი დროშა“

იცით თუ არა, რომ თურქეთში არის 486 პლაჟი, რომელმსაც „ლურჯი დროშა“ აქვს მოპოვებული?

„ლურჯი დროშა“ არის საერთაშორისო გარემოს ჯილდო, რომელსაც პლაჟებსა და მარინებს ანუ იახტების ნავსაყუდლებს ანიჭებენ. ეს ჯილდო ენიჭება არა მხოლოდ პლაჟებს, არამედ მარინებსა და იახტებსაც. „ლურჯი დროშა“ აჩვენებს, რომ გარემოსდაცვით მენეჯმენტს მნიშვნელობა ენიჭება პლაჟებსა და მარინებში, ტარდება ღონისძიებები გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის, აქვს ზღვის წყლის სისუფთავის, პლაჟისა და მარინის მომხმარებელთა საჭიროების დასაკმაყოფილებლად აღუჭრვილობა და უსაფრთხოება.

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში დაფუძნებული გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო ფონდის 2020 წლის „ლურჯი დროშის“ შეფასების შედეგების მიხედვით, თურქეთი, ესპანეთისა და საბერძნეთის შემდეგ, ყველაზე მეტი „ლურჯი დროშის“ მფლობელი ქვეყანაა. წელს თურქეთში ჯილდოს მფლობელი პლაჟების რაოდენობა 486-მდე გაიზარდა, 22 მარინამ და 7 იახტამ ლურჯი დროშის ჯილდოს მიღების უფლება მოიპოვა. თურქეთის „ლურჯი დროშის“ მქონე პლაჟები და მარინები, ანტალიის, მუღლას, აიდინის, იზმირის, ბალიქესირის, სტამბოლის, სამსუნის, ჩანაქქალეს, ქირქლარელის, ქოჯაელის, დუზჯეს, ორდუს, მერსინის და ვანის პროვინციებში მდებარეობს.



მსგავსი ინფორმაციები