ლევანდოვსკის შესაშური  ქველმოქმედება

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს 1 მილიონი ევრო გადაურიცხა

1383120
ლევანდოვსკის შესაშური  ქველმოქმედება

პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ ძლიერ კლუბ მიუნხენის ბაიერნში თამაშობს, კორონავირუსის (კოვიდ-19) გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს 1 მილიონი ევრო გადასცა. გერმანულ პრესასთან საუბრისას ლევანდოვსკიმ თქვა, "ჩვენ კარგად ვიცით, რომ სიტუაცია მეტად სერიოზული და რთულია. ახლა ჩვენ ყველანი ერთ გუნდში ვიბრძვით. ამ ბრძოლაში ძლიერი უნდა ვიყოთ. ჩვენ ველოდებით დახმარებას ყველასგან, ვისაც წვლილის შეტანა უნდა ამ ბრძოლაში." კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 1-1 მილიონი ევრო შეიტანეს ასევე ლევანდოვსკის თანაგუნდელებმა, გერმანელმა ლეონ გორეცკამ და ჯოშუა კიმჩიჩმა, ასევე ინგლისურ მანჩესტერ სიტიში მოთამაშე გერმანელმა ფეხბურთელმა ლეროი სანემაც



მსგავსი ინფორმაციები