აბდულაჰ ერენმა დიუსელდორფში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

აბდულაჰ ერენმა დიუსელდორფში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1351367
აბდულაჰ ერენმა დიუსელდორფში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე თემთა დეპარტამენტის (YTB) თავმჯდომარე აბდულაჰ ერენმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ისეთ საკითხებს, როგორიცაა გერმანიაში ოჯახის მთლიანობის დაცვა. მან ამის შესახებ გერმანიის ქალაქ,  დიუსელდორფში პრესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. „ოჯახის ერთიანობის დაცვასთან დაკავშირებით, გერმანიის ახალგაზრდულ დეპარტამენტთან  ერთად პრობლემების მოსაგვარებლად ერთობლივი მუშაობის გეგმაზე შევთანხმდით. მათ შორის გახლავთ მოხუცთა თავშესაფრებში სხვადასხვა ღონისძიებების გატარება და  ასევე ბავშვების სპეციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაგზავნა. მოკლედ რომ ვთქვათ, საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე თემთა დეპარტამენტის მხრიდან (YTB) მიმდინარე წელს, გერმანიაში ოჯახის მთლიანობის დაცვას  განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა“, განაცხადა  აბდულაჰ ერენმა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს თურქეთში  საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების მასშტაბური შეკრების პროგრამაზეც მუშაობენ.



მსგავსი ინფორმაციები