ერდოღანი: „სიძულვილის ენა ყველაზე მეტად ისლამს აზიანებს“

ერდოღანი: „სიძულვილის ენა ყველაზე მეტად ისლამს აზიანებს“

1276303
ერდოღანი: „სიძულვილის ენა ყველაზე მეტად ისლამს აზიანებს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სიძულვილის ენა, ისლამის მიმართ მტრობის გაზრდის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მან ამის შესახებ, გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობის მიზნით ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთ-პაკისტანის მასპინძლობით გამართულ, „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ სახელწოდების პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „სამწუხაროდ, დღეისათვის სიძულვილის ენისგან ყველაზე მეტად მუსლიმანები ზარალდებიან. კიდევ ერთხელ მინდა დავგმო სიძულვილის ენა. სიძულვილის ენა, აზრთა გამოხატვის თავისუფლებასთან არასოდეს არ უნდა იქნეს გაიგივებული. ისლამი, რომელიც მშვიდობის რელიგიაა, მისი ტერორთან გაიგივება, ცილისწამება და უზნეობაა. ჩვენ როგორც თურქეთი, ისლამის მიმართ მტრული განწყობის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში სერიოზულ ჯაფას ვხარჯავთ რა, ასე გაგრძელდება მომავალშიც“, აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.  

იგი სიტყვით გამოსვლისას სხვა საკითხებსაც შეეხო რა,  ქაშმირის (პაკისტანი) რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ამჟამად იქაურობა, ‘ღია საპყრობილე’-ს ჰგავს რა, საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უნდა იქნეს მოგვარებული.



მსგავსი ინფორმაციები