თურქული სამზარეულო 34/2019

"მაწვნის ცივი წვნიანი"

1265047
თურქული სამზარეულო 34/2019

"მაწვნის ცივი წვნიანი"

მაწონი თურქულ სამზარეულოში საუკუნეებია გამოიყენება. თურქულ სამზარეულოში მაწვნისგან მომზადებული ბევრი კერძი არსებობს და მათგან ერთ-ერთია მაწვნის ცივი ჩორბა ანუ წვნიანი. მისი მთავარი ინგრედიენტები მაწონი, ხორბალი, მუხუდოა და მოხარშვის გარეშე მზადდება. ამ წვნიანს ცივად მიირთმევენ და ცხელი ზაფხულის დღეებში საკმაოდ ჯანსაღი ალტერნატივა გახლავთ.

მაწვნის ცივი წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

½ წყლის ჭიქა მუხუდო

1 წყლის ჭიქა ხორბალი

3 წყლის ჭიქა მაწონი

5 წყლის ჭიქა წყალი

1 ჩაის კოვზი ხმელი ან ნედლი პიტნა

მარილი

შავი პილპილი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე. თავდაპირველად მუხუდო და ხორბალი ერთი ღამით წყალში დატოვეთ და დაალბეთ. სურვილის შემთხვევაში მზა მოხარშული მუხუდოც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მეორე დღეს მუხუდოს და ხორბლის წყალი გადაღვარეთ, ახალი წყალი დაასხით ისე რომ დაფაროს და მოხარშეთ. წყალი რომ ადუღდება გაზქურას დაუწიეთ და ხორბალი და მუხუდო დარბილებამდე ხარშეთ. თუ მზა მოხარშულ მუხუდოს გამოიყენებთ, მუხუდო ხორბლის მოხარშვის შემდეგ ჩაამატეთ. მოხარშული ხორბალი და მუხუდო გაზქურიდან გადმოდგით და გააციეთ. მაწონი მარილთან და შავ პილპილთან ერთად ათქვიფეთ. გაციებული მუხუდო და ხორბალი ჩაამატეთ და მოურიეთ. გააციეთ მაცივარში, ხმელი ან ნედლი პიტნა ან კამა მოაყარეთ და სუფრასთან ისე მიიტანეთ. შეგერგოთ.



მსგავსი ინფორმაციები