სოციალური მედია

აქტუალური თემის ანალიზი 34/2019

1255905
სოციალური მედია

აქტუალური თემის ანალიზი 34/2019

სოციალური მედია

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ხანაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ინტენსიურად ხდება სოციალური მედიის გამოყენება. ადამიანები ყოველ დღეს საათობით დროს ატარებენ სოციალურ მედიაში. სოციალური მედია ზოგიერთი ადამიანისთვის ერთგვარი  ჰობია.

 ახლა  თემასთან  დაკავშირებით ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

როგორ უნდა გამოვიყენოთ სოციალური მედია? პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მას გამოვიყენებთ თუ არ გამოვიყენებთ,  სოციალური მედია  მაინც აგრძელებს თავის გარემოში რეაგირების მოხდენას.

პირველ რიგში სოციალური მედიის სარგებლობებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. სოციალური მედია სხვა ერების და ხალხების შესახებ მრავალი ინფორმაციის მოპოვებას უწყობს ხელს.   სოციალური მედიის მეშვეობით მრავალი მეცნიერის და სწავლულის აზრები შეიძლება შევისწავლოთ. მაგრამ, ამის  საპირისპიროც არის. მრავალი არასწორი,  ანუ,  დეზინფორმაციის  გავრცელებაც არის შესაძლებელი. ასევე საკუთარი აზრების გაზიარებისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა. მაგალითად ტელევიზიის ან კიდევ რადიოს შექმნა,  შეიძლება მატერიალური თვალსაზრისით ძვირი დაჯდეს, მაგრამ, სოციალური მედია  გაცილებით იაფი და ეფექტურია.  სოციალურ მედიას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. ადამიანებს საკუთარი აზრების,  ან კიდევ ნებისმიერი პირის მიართ დამოკიდებულება,  ყოველგვარი კონტროლის გარეშე შეუძლიათ გამოთქვან. იდეების თავისუფლად გავრცელება ყველაზე მეტად ჩაკეტილ საზოგადოებებს უქმნის პრობლემას. ამ თვალსაზრისით პირველ ადგილზე არაბული საზოგადოებები გახლავთ.

სოციალური მედიის მეშვეობით ნებისმიერი სახის სიცრუის და ბრალდებების  გავრცელებაც არის შესაძლებელი.  სოციალური მედიის მეშვეობით ასევე ნებისმიერი იდეის და ამორალური ინფორმაციების გავრცელებაც არის შესაძლებელი. ყოველგვარი თავდასხმისთვის შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ხელსაყრელი საშუალებაა.

იმის გამო, რომ სოციალური მედიის მეშვეობით   ადამიანებთან პირდაპირ კონტაქტის დამყარება შესაძლებელია, ამიტომაც საზოგადოებების მანიპულირებაც უფრო ადვილი ხდება.  ეს კი ასევე ზოგიერთი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებსაც აძლევს იმის საშუალებას, რომ მასები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს. მაგალითად სტამბოლში,  თაქსიმის მოედანზე „გეზი პარკის“ აქციების დროს, ზოგიერთი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებით,  მასების მართვას შეეცადნენ. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს სოციალური მედიის მეშვეობით შეეცადნენ. მსგავსი ქმედებები მოხდა ზოგიერთ სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად ყვითელი და ნარინჯისფერი რევოლუციები.

როდესაც ვსაუბრობთ სოციალური მედიის უარყოფით ასპექტებზე, ტროლები არ უნდა დაგვავიწყდეს. ზოგიერთები დღის წესრიგის შესაცვლელად, ან კიდევ ახალი დღის წესრიგის დასადგენად, ყალბი ანგარიშებით ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციებს. ე.წ. ტროლების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციების შედეგად სოციალური მედია მართლაც და კარგავს თავის ფუნქციას და ერთგვარ თავდასხმის იარაღად იქცევა.

როდესაც სოციალური მედიის შესახებ ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ასევე სოციალური მედიის შემქმნელი კომპანიების, სადაზვერვო სამსახურებთან კავშირიც. საინტერესოა, რამდენი სადაზვერვო სამსახური წვდება სოციალური მედიის მეშვეობით ყველა ჩვენთაგანის პირად  ინფორმაციებს? სოციალური ქსელის შემქმნელი კომპანიები ჩვენი ერთი „მოწონებით“ ყველაზე ახლო მეგობარზე უფრო მეტ ინფორმაციას წვდებიან ჩვენს შესახებ.  მაგალითად როგორც,   ჯორჯ ორუელის ფანტასტიკურ რომან 1984-შია მოცემული. ეს რომანი, მრავალი კომპანიისა და მასში მომუშავე პირებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ ტელეეკრანად გადაიქცა. რა თქმა უნდა კომპანიები, რომლებიც სოციალურ მედიას ქმნიან, ამოდენა ჯაფას ტყუილად არ ხარჯავენ. აბა დავფიქრდეთ,  ერთი წუთით ნებისმიერ მოვლენაზე საკუთარ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ჩვენი შეფასება გავაკეთოთ. სოციალური მედიიდან ერთი რომელიმე ინფორმაციის გაზიარება, მოწონება ან კიდევ შეფასება, ერთგვარ კვლევებადაც ინახება. ჩვენს მიერ მოწონებული ინფორმაციები,  გაკეთებული შეფასებები და სხვა აქტივობები, ჩვენს პოლიტიკურ, სოციალურ და სხვა მრავალმხრივ შეხედულებებსაც ასახავს. ეს ყველაფერი სოციალური მედიის გამომყენებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ კომპანიებთან სადაზვერვო სამსახურები თანამშრომლობენ და ჩვენს შესახებ ინფორმაციებს ინახავენ.

ამ ყველაფრით როგორი სამყარო შეიძლება შევქმნათ? პირადად მე უიმედოდ არ ვარ განწყობილი. ყოველგვარი უარყოფითის მიუხედავად, სოციალური მედია მრავალი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის შესაძენად კარგი საშუალებაა. ბავშვებისთვის კი ჩვენი გასაკეთებელი, ერთადერთი შესაძლებლობა მათი შეძლებისდაგვარად გაკონტროლებაა.  მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი გლობალიზაციის ხანაში სოციალური მედიის გამოუყენებლობა რომ გადავწყვიტოთ, აბსურდული საქციელი  იქნება.  მთავარია სწორი და რეალური ინფორმაციების მოპოვებას შევეცადოთ  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის  პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები