ვან დამი თურქეთით მოხიბლულია

საზაფხულო არდადეგებს იგი თურქეთში ატარებს

1239250
ვან დამი თურქეთით მოხიბლულია

 

მსოფლიოში ცნობილი მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამი, აღფრთოვანებული დარჩა თურქეთში დასვენებით. იგი საზაფხულო არდადეგებებს  მუგლას ოლქის, ბოდრუმის რაიონის წარმტაც ზღვისპირა სოფელ ზეითინლიკში ატარებს. წუხელ საღამოს საათებში ვან დამი თევზის რესტორანს ეწვია, სადაც ერთდროულად ივახშმა კიდეც და საცეკვაო შოუ ჩვენებას უყურა, პარალელურად, ხანდახან თვითონაც იცეკვა, ვიდეოები და ფოტოებიც გადაიღო და სხვებთანაც მრავალი სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, მოკლედ, თავისივე განცხადებით, რომელიც ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა, მეტად მშვენიერი და   სასიამოვნო ღამე გაატარა რა, თავს მეტად ბედნიერად გრძნობს. "ყოველ ჩამოსვლაზე თურქეთში ძალიან კარგ შეხვედრას მიწყობენ. თვითმფრინავიდან გადმოვალ თუ არა, სიხარული მეუფლება. მე მჯერა, რომ თურქეთში არსებობს რაღაც ჯადოსნური და ამას ყოველ ჩამოსვლაზე ვგრძნობ“ ხაზი გაუსვა ვან დამმა. მისივე თქმით, თურქეთში პატარა იახტის ყიდვა სურს და მას შემდეგ უფრო მეტ დროს გაატარებს ამ ქვეყანაში



მსგავსი ინფორმაციები