ერდოღანმა ინგლისელი ველოსიპედისტი პილიგრიმები მიიღო
ერდოღანმა ინგლისელი ველოსიპედისტი პილიგრიმები მიიღო
1235436
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში, დოლმაბახჩის სასახლეში, ისლამის ერთ-ერთ პირობათაგან ჰაჯობის შესასრულებლად ინგლისის დედაქალაქ ლონდონიდან, ველოსიპედებით მედინაში ჩასვლის მსურველი ინგლისელი პილიგრიმები მიიღო. ველოსიპედისტმა პილიგრიმებმა მსვლელობა ლონდონიდან 7 ივნისს დაიწყეს და მათი მიზანია 60 დღეში ჩააღწიონ მედინაში. სწორედ ამის ფარგლებში სტამბოლში ჩამოსული 8 კაციანი ინგლისელი პილიგრიმი თურქეთის პრეზიდენტმა მიიღო. ერდოღანმა ინგლისელ პილიგრიმებს გაესაუბრა, სამახსოვრო სურათები გადაიღო და გზა დაულოცა მათ. ინგლისელი პილიგრიმები თურქეთში ქალაქ ბურსას და კონიასაც ეწვევიან.