ანკარაში უცხოელ სტუდენთა რიგით მერვე ოფიციალური გამოსაშვები ცერემონია გაიმართა

ანკარაში უცხოელ სტუდენთა რიგით მერვე ოფიციალური გამოსაშვები ცერემონია გაიმართა

1230139
ანკარაში უცხოელ სტუდენთა რიგით მერვე ოფიციალური გამოსაშვები ცერემონია გაიმართა
abdullah eren.jpg

ანკარაში უცხოელ სტუდენთა რიგით მერვე ოფიციალური გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.   

გუშინ გაიმართა იმ უცხოელ სტუდენტთა ოფიციალური გამოსაშვები საღამო, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების სამმართველოს სტიპენდიით თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ.  

ცერემონიას ესწრებოდა პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც.

ღონისძიებაზე, სადაც დიპლომები 1500 უცხოელ სტუდენტს გადაეცა, სიტყვით გამოვიდა კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმედ ნური ერსოი და განაცხადა: „თქვენ უკვე წარმომადგენლები ხართ პრინციპისა მსოფლიო ხუთზე დიდია.”

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების სამმართველოს ხელმძღვანელმა აბდულაჰ ერენმა ყურადღება გაამახვილა თურქეთის სტიპენდიების მნიშვნელობაზე და დასძინა: „იმედი მაქვს, რომ თქვენ თქვენს ქვეყნებში გექნებათ ხედვა, რომ თურქეთი თურქეთზე დიდია, თურქეთი მსოფლიოს იმედია და ჩვენც ამ  რწმენას თქვენთან ერთად ვატარებთ.“

ყველაზე წარმატებულ სტუდენტებს დიპლომები პრეზიდენტმა ერდოღანმა გადასცა.  

უცხოელ სტუდენტთა რიგით მერვე ოფიციალური გამოსაშვები ცერემონია სტუდენტების ქუდების ცაში ასროლით დასრულდა.



მსგავსი ინფორმაციები