დღეს ანკარაში საერთაშორისო ... კურსდამთავრებულთა მე-8 ოფიციალური გამოსაშვები საღამო გაიმართება

გამოსაშვებ საღამოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება

1229397
დღეს ანკარაში საერთაშორისო ... კურსდამთავრებულთა მე-8 ოფიციალური გამოსაშვები საღამო გაიმართება

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველო-ს (YTB) ეგიდით ყოველწლიურად გამართული ტრადიციული საერთაშორისო ... კურსდამთავრებულთა  ოფიციალური გამოსაშვები საღამო დღეს ანკარაში, პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით,  ანკარის სავაჭრო პალატის კონგრეს დარბაზში   გაიმართება. ბოლო წლებში ერთგვარ საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცეულ თურქეთში, YTB-ს მიერ   „თურქეთის სტიპენდიები“ პროგრამის ფარგლებში მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან სტუდენტები ჩამოდიან. საერთაშორისო სტუდენტები თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ბაკალავრის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის პროგრამებს გადიან. კურსდამთავრებულები   სამშობლოში დაბრუნების შემდეგ,  ქვეყნებს შორის ურთიერთობის დარეგულირებას და დამეგობრებას, მნიშვნელოვან წილად უწყობენ ხელს. თურქეთის კეთილი ნების ელჩები, ანუ, „თურქეთის კურსდამთავრებულები“,  მსოფლიოს 160 ქვეყანაში 150 ათასი წევრით,  დიდი ოჯახს წარმოადგენენ.



მსგავსი ინფორმაციები