YTB სერბეთში დახვდება თურქეთში დასასვენებლად მომავალ საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქებს

YTB სერბეთში დახვდება თურქეთში დასასვენებლად მომავალ საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქებს

1222149
YTB სერბეთში დახვდება თურქეთში დასასვენებლად მომავალ საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქებს
ytb.jpg
ytb.jpg
ytb.jpg

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების სამმართველოს (YTB) წარმომადგენლები სერბეთში ხვდებიან თურქეთში დასასვენებლად მომავალ საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქებს.   

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების სამმართველო წარმომადგენლები (YTB) და თურქეთის პოლიცია ამ ზაფხულზე სამშობლოში მომავალ საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქებს პირველად თურქეთის საზღვრების მიღმა სერბეთში მდებარე სასაზღვრო პუნქტებზე დახვდება.

პროგრამის ამოქმედების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების სამმართველოს ხელმძღვანელმა აბდულა ერენმა და მასში ნათქვამია: „ევროპაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ამ ზაფხულს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის უფრო თავისუფალი საშუალება ექნებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით პირველად სამშობლოსკენ მომავალ გზაზე ჩვენს მოქალაქებს ჩვენი პოლიცია, ჩვენი თანამშრომლები და თურქულ-სერბული ენის მცხოდნე სტუდენტები სერბეთში მდებარე სასაზღვრო პუნქტებზე ხვდება.“

YTB-ში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 1 ივლისიდან იმ მარშრუტებზე, რომელსაც თურქი მოქალაქეები გადიან, ნიშის მახლობლად მდებარე სასტუმრო Bosphoros-ში YTB-ს სტენდი და სატელეფონო ცენტრი გაიხსნება, მოქალაქეებს პრობლემების შექმნის შემთხვევაში შესაძლებლობა მიეცემათ დარეკონ ნომერზე  +381 63 816 20 30 და მიიღონ საკონსულტაციო მომსახურება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დახვედრის ცერემონიები თურქეთში სასაზღვრო პუნქტებზეც გაიმართება. იგეგმება იმ პროვინციებსა და რაიონებში, სადაც საზღვარგარეთ მცხოვრები თურქი მოქალაქეები ინტენსიურად ჩამოდიან, ღონისძიებები ჩატარდეს და მათ სამშობლოში დასვენების სასიამოვნოდ გატარება შესძლონ. YTB ასევე უკან დაბრუნებისას იპსალასა და ქაფიქულეს სასაზღვრო პუნქტებზე თურქ მოქალაქეებს მისცემს მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობებს.  



მსგავსი ინფორმაციები