თანამედროვეობა და რამაზანი

აქტუალური თემის ანალიზი 23/2019

1213863
თანამედროვეობა და რამაზანი

თანამედროვეობა და რამაზანი

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ნება მომეცით საუბარი ერთი ჩინური წყევლით დავიწყო: „იცხოვრე საინტერესო დროში“.  ჩინელები თუ რას გულისხმობენ ამ წყევლაში ზუსტად არ ვიცი მაგრამ, ყველაფრის მქონე ადამიანი რომ თანამედროვეობაში მარტოდმარტო ცხოვრობს, საინტერესო დრო შეიძლება ეს იყოს.

 პათეტიკური თანამედროვე ადამიანი

თანამედროვეობაში მცხოვრები ადამიანი სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით მართლაც და  პათეტიკურია. თანამედროვე ადამიანმა ბუნებას, ტრადიციას, რელიგიას, ფასეულობებს, ყველა სახის შეზღუდვა და წინააღმდეგობა გაუწია და მისი გონების უფლებამოსილების შესრულებით, თავი  ღვთაებად გამოაცხადა. ხელოვნური ინტელექტის და მსგავსის ძიება, ადამიანს უკვდავის შეგრძნებას აძლევს. სიმართლე კი ისაა, რომ არსებობა მომაკვდინებელია და არა ღვთაებრივი. ადამის მოდგმიდან დღემდე თანამედროვე ადამიანის მსგავს შესაძლებლობებში მარტოდმარტო მყოფი ადამიანი თუ არსებობდა   ნამდვილად არ ვიცი.

თანამედროვე ადამიანი... შეიძლება ითქვას, რომ სამომხმარებლო საზოგადოების მონადაა ქცეული,  რომელიც ყველანაირ ღირებულებებსაც კი   ერთჯერადად იყენებს. თანამედროვე ადამიანი, უნდა დაფიქრდეს იმაზე თუ რამ მიიყვანა იგი ამ მდგომარეობამდე და მისგან  გამოსვლის გზები უნდა ეძიოს. მაინტერესებს, თუ არის ისეთი რელიგია, იდეოლოგია ან კიდე აზროვნების სტილი, რომელიც ასეთ ტრადიციას ნერგავს. ამ ყველაფერს პასუხი,  რამაზნის (მარხვის) თვის შესახებ საუბრით შეძლება გაეცეს.

მარხვის მნიშვნელობა...

ერთადერთი, რაც ამ კრიზისისგან თანამედროვე ადამიანს გამოიყვანს,  ეგოიზმისაგან და მარტოობისგან შორს დგომაა.  ყველაფრის საკუთარ გემოვნებაზე გადაქცევას ნუ შეეცდება. რამაზანის თვე, ადამიანს აძლევს იმის შესაძლებლობას წარსულში ჩადენილი ყველა შეცდომა გაიხსენოს და მსგავსი შეცდომები აღარ  დაუშვას.  დღეს, კაცობრიობის სამი ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა, ალბათ,  უსამართლობასთან, განაწილებასთან და განსხვავებებთანშეუსაბამობაა. რამაზნის თვე ამ ყველაფრის ერთდროულად აღმოფხვრის პერიოდია. მარხვა,  მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ  მშიერი დარჩენა და ყოველგვარი სიამოვნებისგან შორს დგომა არ არის.  მარხვა, ადამიანს, სამომხმარებლო მონობისგანაც ათავისუფლებს. ადამიანი მარხვის დროს მხოლოდ საკვების მიღებისგან არ დგას შორს, არამედ იგი გონებრივადაც სხვანაირად აზროვნებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ვინმეს საწყენი  სიტყვაც კი არ წარმოთქვას. ანუ რამაზნის თვე, ყოველგვარი ცუდისაგან შორს დგომის პერიოდია.

მარხვა,  პირველ რიგში გულის გაწმენდაა. ადამიანი, რომელიც ხარბი თვალით გამოირჩევა, მარხვის პერიოდში ამ თვისებას ტოვებს.

გაზიარების და სიმშვიდის თვე...

რამაზანი, განურჩევლად ერისა და წარმომავლობისა, ერთიანობის და ბარაქის  თვეა.   ისლამის უნივერსალიზმი შეიძლება ამაში იყოს ჩაქსოვილი, რომ მუსლიმები ვალდებული არიან საკუთარი ქონებიდან სხვა გაჭირვებულებსაც გაუზიარონ. სწორედ ამის ფარგლებში იმართება იფთრის (სამარხო ვახშამი) კარვები. იფთრის ვახშამზე მუსლიმები ტრადიციულად როგორც მუსლიმებს ასევე არამუსლიმებსაც იწვევენ. ამ უნივერსალურ ტრადიციას, ზოგიერთი დასავლური ქვეყნებიც მიჰყვებიან. მათ შორის თეთრი სახლი. რამაზნის თვეში როგორც თურქეთის ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში  უმწეო, ობოლი და გაჭირვებულისთვის საქველმოქმედო ღონისძიებების გამტარებელნი, სწორედ რომ ყველაზე მეტად თურქული არასამთავრობო ორგანიზაციები გახლავთ. მუსლიმები ამ თვეში ზექათს, სადაყას  და  ფითრას გასცემენ, რომლის მეშვეობითაც მრავალ გაჭირვებულ და უმწეო ადამიანს შესაბამისი თანადგომა ეწევა. გაცემა მართლაც და ერად თანაცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ძალიან მდიდარი  არ არის, მსოფლიოს მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე  შემოსავალის მიხედვით ყველაზე მეტი ქველმოქმედების გამღები ქვეყანაა.

გახსენების, პატიების და შერიგების თვე...

რამაზნის თვეში მთელი თურქეთის მასშტაბით ყოველდღიურად სხვადასხვა შესაბამისი ღონისძიებები იმართება. მათ შორის არის „ყადირის ღამე“, რომელიც  ყურანში ათას თვეზე ძვირფასად  არის მოხსენიებული, და ეს ღამე  უფრო მეტი ღვთისმსახურებებით აღინიშნება. ეს ღონისძიებები რა თქმა უნდა საზოგადოების გაერთიანებასაც ისახავს მიზნად. რამაზანი, ასევე გახსენების, პატიების და შერიგების თვეა. გახსენება არა მხოლოდ  ცოცხლების არამედ,  მკვდრების გახსენებაცაა. განსაკუთრებით ბაირამის წინა დღეს მუსლიმები ახლობლების საფლავებს ინახულებენ და მათი სულებისთვის ლოცულობენ. მარხვის თვეში ასევე ადამიანები რომლებიც ადრე სხვადასხვა მიზეზების გამო წაიჩხუბნენ, ერთიმეორეს პატიობენ და ხელმეორედ შერიგდებიან. ბაირამის დღეს კი მუსლიმები აუცილებლად ინახულებენ ახლობლებს. საუბარს კი ერთი სურვილით დავასრულებ, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), რომელიც შეიძლება ასევე ითქვას, რომ მსოფლიო მშვიდობის  სიმბოლოც არის, რამაზანი და მის ტრადიციები  არამატერიალურ მემკვიდრეობის სიაში შეიყვანს. ამ სურვილებით, ყველას გილოცავთ რამაზნის ბაირამს  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.


საკვანძო სიტყვები: #თანამედროვეობა , #რამაზანი

მსგავსი ინფორმაციები