დღეს რამაზანი (მარხვა) იწყება

ერდოღანი მუსლიმებს რამაზნის დაწყებას ულოცავ

1195317
დღეს რამაზანი (მარხვა) იწყება
Ramazan.jpg

დღეს,  მუსლიმანების მიერ  თერთმეტი თვის სულთნად  აღიარებული მარხვა  (რამაზანი) იწყება. მორწმუნეები ამაღამ საჰურზე (ღამის ჭამა) ადგებიან და ხვალ პირველ მარხულ დღეს გაატარებენ. ისინი საჰურიდან მეორე დღის მზის ჩასვლამდე არაფერს არც ჭამენ და არც სვამენ.  რამაზნის თვე იმითაც არის მუსლიმანებისთვის ძვირფასი, რომ სწორედ ამ თვეში დაიწყო წმინდა წიგნ ყურანის ზეგარდმოვლენა. ამ თვეში მუსლიმანები ფითრას და ზექათს ანუ შემოწირულობებს იღებენ. „ყადირის ღამე“, რომელიც  ყურანში ათას თვეზე საუკეთესოდ არის მოხსენიებული, სწორედ რომ რამაზნის თვეშია.

ისლამურ სამყაროს რამაზნის დაწყება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიულოცა. ერდოღანი მისალოც მესიჯში აღნიშნავს: „მუსლიმებისთის ყველაზე მნიშვნელოვან ღვთისმსახურებიდან რამაზნის დაწყებას ვულოცავ ყველა მორწმუნეს. ჩვენი ქვეყნის, ისლამური სამყაროს და კაცობრიობისთვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს. ღმერთს შევთხოვ, ყველა მორწმუნის ღვთისმსახურება უყაბულოს.“

რამაზნის ბაირამი  4  ივნისს აღინიშნება.



მსგავსი ინფორმაციები