იცით თუ არა, რომ? 15/2019

"ისჰაკ ფაშას სასახლე"

1186782
იცით თუ არა, რომ? 15/2019

ისჰაკ ფაშას სასახლე

იცით თუ არა, რომ აღრის რაიონ დოღუბეიაზითში მდებარე ისჰაკ ფაშას სასახლე  მსოფლიოში პირველი ცენტრალური გათბობის სისტემის მქონე სასახლეა?

თურქული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშებიდან ისჰაკ ფაშას სასახლის მშენებლობა 1685 წელში დაიწყო და 99 წლის შემდეგ დასრულდა. სასახლე ამავდროულად კომპლექსია და იგი სტამბოლის თოფქაფის სასახლის შემდეგ აგებული ყველაზე მდიდრული სასახლეა. ფაშას, რომელმაც იგი ააგებინა, სასახლის სიმდიდრით სურდა გარშემომყოფთათვის და ცენტრალური ხელისუფლებისათვის თავისი ძალა ეჩვენებინა. ქვის კედლების შიგნით არსებული სიცარიელეები აჩვენებს, რომ სასახლე გათბობის ცენტრალური სისტემით თბებოდა. ამით ისჰაკ ფაშას სასახლე ისტორიაში შევიდა როგორც მსოფლიოს პირველი ცენტრალური გათბობის მქონე სასახლე.



მსგავსი ინფორმაციები