თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები 10

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველოს პროექტები 2

1159116
თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები 10

„თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები“  სახელწოდების ციკლურ პროგრამაში ოთხი  კვირაა; „საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველო“-ს (YTB) საქმიანობებზე ვამახვილეთ ყურადღებას.  მიმდინარე პროგრამაში კი YTB-ს  ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტებიდან, „თურქეთის სტიპენდიანტებზე“, რომელიც 2012 წელს დაიწყო, ვაგრძელებთ საუბარს.   თურქეთის სტიპენდიები; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმატებული სტუდენტების, თურქეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კონკურენტული სტიპენდიის პროგრამა გახლავთ. თურქეთის სტიპენდიების მიზანი; თურქეთსა და იმ ქვეყნებს შორის საიდანაც ამ პროგრამის ფარგლებში განათლების მისაღებად ჩამოდიან სტუდენტები, ქვეყნებსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლური და კეთილმეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. პროგრამა, ასევე მომავალი ლიდერების, ამ ქვეყნებთან სოლიდარობის ქსელის ჩამოყალიბებასაც ითვალისწინებს.  თურქეთის სტიპენდიების პროგრამა; სტუდენტებს როგორც მოსამზადებელ ასევე მათი კარგი სწავლისათვის შესაბამის თანადგომასაც მოიცავს. თურქეთის სტიპენდიებზე მიმართვების გაკეთება,  ოფიციალური ინტერნეტ საიტის: https://www.turkiyeburslari.gov.tr მეშვეობით, თურქულ, არაბულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, სპარსულ, ესპანურ და ბოსნიურ ენებზე არის შესაძლებელი. ამჟამად აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 16 ათასზე მეტ სტუდენტზე გაიცემა სტიპენდია. მიმდინარე წელს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 167 ქვეყნიდან 145 ათას 700 განაცხადია შემოსული. სტუდენტებს   პროგრამის ფარგლებში თურქეთში საუკეთესო 12 უნივერსიტეტის არჩევა შეუძლიათ.   



მსგავსი ინფორმაციები