ტურიზმი თურქეთში 9

ედირნეს სელიმიეს მეჩეთი

1155051
ტურიზმი თურქეთში 9

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს ედირნეს სელიმიეს მეჩეთს გაგაცნობთ, რომელიც ოსმანური არქიტექტურის ბრწყინვალე ძეგლთაგანს წარმოადგენს და 2011 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს

თურქეთის ევროპულ ნაწილში მდებარე ქალაქი ედირნე, თურქების მიერ სტამბოლის დაპყრობამდე და მის დედაქალაქად გამოცხადებამდის ოსმანეთის დედაქალაქს წარმოადგენდა. რაც შეეხება მის მშვენებას, სელიმიეს სახელობის მეჩეთს, იგი ოსმანი ფადიშაჰის, სულთან სელიმ მეორის თხოვნით, იმ დროის ყველაზე განთქმულმა არქიტექტორმა მიმარ სინანმა მე-16 საუკუნეში ააგო.

ეს მეჩეთი და მისი კომპლექსი, ტექნიკური სრულყოფით, ზომებით და ესთეტიკური ღირებულებებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდებულ ნაგებობად ითვლება

სელიმეს მეჩეთის მშენებლობა 1568 წელს დაიწყო და 1575 წელს დასრულდა. მის მშენებლობაში დასაქმებული იყო 15 000 ადამიანი. მასში ლოცვა შეუძლია ერთდროულად 60 ათასამდე კაცს. მეჩეთს ოთხი მაღალი მინარეთი გააჩნია, საიდანაც ბულგარეთის და საბერძნეთის საზღვრებიც კი ჩანს და თვითეული მინარეთი სამი გალარეისგან შესდგება. მინარეთების შიგნით სამი ისეთი ასასვლელ-ჩამოსასვლელი კიბეებია, რომ ისინი ერთმანეთს არ კვეთენ. შიდა და გარე ინტერიერი უმაღლესი ხარისხის ქვის, მარმარილოს, ხის, კერამიკის ორნამენტებითაა მოპირკეთებული და ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს წარმოადგენენ.

 



მსგავსი ინფორმაციები