ევროკავშირის როტაციული თავჯდომარე რუმინეთი გახდა

მან ეს 6 თვიანი თანამდებობა ავსტრიისგან გადმოიბარა

1123748
ევროკავშირის როტაციული თავჯდომარე რუმინეთი გახდა

 

რუმინეთმა ავსტრიისაგან გადმოიბარა ევროკავშირის 6 თვიანი როტაციული თავჯდომარეობა და ამ მიზნით, ევროკავშირის ლიდერების მონაწილეობით, სპეციალური ცერემონია გაიმართა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში.  

ათენეუმის საკონცერტო დარბაზში გამართულ ამ ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროპარლამენტის თავჯდომარე ანტონიო ტაჟანი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, რუმინეთის სენატის თავჯდომარე კალენ პოპესკუ ტარიცეანი და პრემიერ მინისტრი ვიორიკა დანჩილა.

რუმინეთის პრეზიდენტმა იოჰანისმა, ცერემონიაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 12 წელია რაც ევროკავშირის სრული წევრია და პირველად გახდა რა როტაციული თავჯდომარე, ამ 6 თვის განმავლობაში ჰარმონიულ და ურთიერთგაგების ატმოსფეროში იმუშავებს ბრიუსელთან.



მსგავსი ინფორმაციები