გასულ წელს თურქეთიდან სირიაში დაბრუნებულთა რიცხვი გაიზარდა

თშსს-მ გასული წლის არალეგალთა ანგარიში გამოაქვეყნა

1119948
გასულ წელს თურქეთიდან სირიაში დაბრუნებულთა რიცხვი გაიზარდა

გასულ წელს, თურქეთიდან 294 ათას 500 სირიელი დაბრუნდა თავის ქვეყანაში.

ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ სოციალური მედიის ანგარიშზე გამოქვეყნებულ 2018 წლის საქმიანობებში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, შარშან, თურქეთში მთლიანობაში 853 ათას 274 უცხოელს მიენიჭა ბინადრობის ნებართვა, დაკავებულ იქნა 268 ათასი არალეგალი მიგრანტი, 56 ათასი არალეგალი დეპორტირებულ იქნა, 6 ათას 278 არალეგალი დაპატიმრებულ იქნა, ხოლო 90 მიგრანტი კი არალეგალური საზღვაო გზით ევროპაში გადასვლის მცდელობისას დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები