ბერლინში სულთან აბდულჰამიდ II-ის  შესახებ კონფერენცია გაიმართა

ბერლინში სულთან აბდულჰამიდ II-ის  შესახებ კონფერენცია გაიმართა

1119810
ბერლინში სულთან აბდულჰამიდ II-ის  შესახებ კონფერენცია გაიმართა

გერმანიის დედაქალაქ, ბერლინში,  „შაჰაზადისგან მონათხრობი  სულთან აბდულჰამიდ ხანი“ სახელწოდების,  ოსმალეთის უკანასკნელი სულთანის, აბდულჰამიდ II-ის  შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოსულმა მისმა მე-4 თაობის შვილიშვილმა,  ორჰან ოსმანოღლუმ განაცხადა, რომ მისი ბაბუა წინმჭვრეტელი ლიდერი გახლდათ. მისივე თქმით, დღეისათვის პრობლემურ რეგიონებად მიჩნეული ტერიტორიები, რომლებიც იმ დროს ოსმალეთის საზღვრებში შედიოდნენ, მისმა ბაბუამ პირადად შეიძინა. „ერაყში მოსულის და კირკუკის 70%-ი,  სირიაში, ბაბი და იდლიბის რეგიონები და ასევე იერუსალიმში, მესჯიდი ალ-აქსას  ირგვლივ მყოფი ტერიტორიები ბაბუამ პირადად შეიძინა. ამიტომაა, რომ ვაცხადებ აბდულჰამიდი წინმჭვრეტელი ლიდერი გახლდათ,“ განაცხადა ოსმანოღლუმ. მისივე თქმით აბდულჰამიდი ფრანგულს და სხვა დასავლურ ენებსაც კარგად ფლობდა რა, არაბული და სპარსულიც უკეთ იცოდა. ოსმანოღლუმ ბოლოს ისიც დასძინა, რომ  აბდულჰამიდ ხანი  გერმანიის მეფე, კაიზერ ვილჰელმ II-ის კარგი მეგობარი გახლდათ რა, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ჰიჯაზის სარკინიგზო მაგისტრალის  მშენებლობა გერმანელებს გადასცა.



მსგავსი ინფორმაციები