გლობალური პერსპექტივა 46

​​​​​​​ევროპის მუსლიმი ინტელიგენციის კონგრესი

1087946
გლობალური პერსპექტივა 46

გლობალური პერსპექტივა 46.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ევროპის მუსლიმი ინტელიგენციის კონგრესი

თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

გასული კვირის პროგრამაში ევროპის ისლამურ მიდგომაზე გავამახვილეთ ყურადღება. დღეს, ამ პროგრამაში  ისევ მსგავს პროგრამაზე გავაგრძელებთ საუბარს.  ზოგიერთი  ევროპელი მწერლები და პოლიტიკოსები ისლამის საკითხს უსაფრთხოების  თვალსაზრისით აფასებენ. ევროპელების მიერ ჩამოყალიბებული ისლამური კონგრესებით  ისინი ფიქრობენ, რომ არსებულ პრობლემას მოაგვარებენ. ამ კონგრესის წევრების მიერ დღის წესრიგში დაყენებული საკითხები შეიძლება მუსლიმანებისთვის საერთოდაც მიუღებელი იყოს. ამიტომ, მათ თუ ნამდვილად სურთ არსებული პრობლემების მოგვარება, კონგრესის წევრებადაც ძირითადად ისლამის   კარგად მცოდნე სპეციალისტები  უნდა მიიწვიონ. რადგან,  პრობლემები და გამოსავალის გზა ერთობლივად იქნას გამონახული. ეჭვიც კი არ არსებობს, რომ დასავლეთში მცხოვრები მუსლიმანები თავიანთი დღის წესრიგის შესაქმნელად, სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებენ. მე ამ თვალსაზრისით, მხოლოდ მუსლიმი ინტელიგენციის კონგრესზე მინდა გავამახვილო ყურადღება...

ყოველწლიური კონგრესი

გლობალიზაციის პროცესებისა და იმპერიალისტური მიზნებით გამოწვეული საჩივრების გამო (როგორც სირიაში),  ინტენსიური ადამიანური მიგრაცია ხდება. ამ პროცესში, ადრე შორეულ ქვეყნებში განსხვავებული ადამიანების ცხოვრება მხოლოდ ფოლკლორული ელემენტების სახით თუ გვხვდებოდა. მაგრამ, ახლა უკვე უფრო მეტად შეიმჩნევა. ეს ყველაფერი კი ახალ გაუგებრობას, ერთგვარ შიშს და უარყოფით რეაქციებს იწვევს.

ამ კონტექსტში, ევროპაში მცხოვრები მუსლიმან ინტელიგენტებს შეუძლიათ სხვადასხვა პლატფორმაში ყოველწლიური კონგრესები ჩაატარონ. ეს კონგრესები პარიზში, ლონდონში, ბერლინში და ბრიუსელის მსგავსად სხვა ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში შეიძლება ჩატარდეს. კონგრესებზე მუსლიმანებს შეუძლიათ განიხილონ  თემები: მაგალითად,  ისლამის ტერორიზმთან გაიგივება,   რასიზმი, ისლამოფობიური ქმედებები, ოჯახი, ახალგაზრდების მდგომარეობა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩადენილი მკვლელობები   და ასევე ზოგადად  გლობალური საკითხები.  კონგრესებს როგორც მუსლიმანი ინტელიგენტები ასევე იმ ქვეყნის, სადაც კონგრესი გაიმართება, მთავრობის წარმომადგენლები და სხვა პირებიც უნდა დაესწრონ. ამ თვალსაზრისით არსებული პრობლემების მოგვარებაც ერთობლივი გადაწყვეტილებით იქნება მიღებული რაც  დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებაზე უფრო ეფექტური იქნება. კონგრესმა ყოველწლიური დეკლარაცია უნდა გამოაქვეყნოს. ეს კი  არსებული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით აუცილებელიცაა.

რატომ მუსლიმანი ინტელიგენტები?

რა თქმა უნდა ამდაგვარი კონგრესები, მუსლიმი რელიგიური პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის,  ხელოვნების და პოლიტიკის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით შეიძლება ჩატარდეს. მეორეს მხრივ, კონგრესზე განსახილველ თემებს შორის საზოგადოების რწმენის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, კულტურის, ეკონომიკის და სხვა მრავალი საკითხის შესახებ შეიძლება საუბარი. ამიტომაა, რომ კონგრესზე ყველა სფეროს წარმომადგენლის მონაწილეობა უფრო ეფექტური იქნება.

კონგრესის შესაძლო წვლილი

მუსლიმი ინტელიგენტების მხრიდან მთავრობის და სხვა შესაბამისი უწყებების მონაწილეობით გასამართი კონგრესი რა თქმა უნდა მრავალ დადებით შედეგს გამოიღებს. სამწუხაროდ ევროპაში მცხოვრები მუსლიმანები ერთიდაიგივე პლატფორმაზე ხშირად ვერ იკრიბებიან. ისინი უმეტეს წილად რელიგიური ორგანიზაციების მიერ გამართულ ღონისძიებებზე იკრიბებიან და ასე გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებას გლობალური საკითხების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში საერთო პრობლემები არსებობს, გამოსავლის ძიება, მხოლოდ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ხდება. მაგრამ,  იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ხსენებული კონგრესები გაიმართება და მუსლიმან ინტელიგენციას არსებული პრობლემების გამოსავლის ძიების თვალსაზრისით დისკუსიის საშუალება მიეცემა, გამოსავლის პოვნაც უფრო ადვილი შეიძლება გახდეს. მეორეს მხრივ, ასეთ კონგრესზე ან კიდევ პლატფორმაზე, მუსლიმანების სახელით სიტყვის გამომსვლელი სხვა სპეციალისტებიც უნდა იქნეს მიწვეული. მუსლიმანების შემფარველი ქვეყნებიდან ზოგიერთი მართლაც და მათი პრობლემებით ინტერესდება რა, არსებული პრობლემის  მოგვარებასაც ცდილობს. მაგრამ, არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც მუსლიმანების ასიმილაციით კავდებიან რა, ამის გამო საერთოდ არ ინტერესდებიან მათი პრობლემებით. ამ შინაარსის კონგრესები, იმ ქვეყნებისთვისაც სასარგებლო იქნება, რომლებიც მართლაც და მის ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმების პრობლემებით ინტერესდება.

საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონგრესები არა მხოლოდ ევროპის არამედ ბალკანეთის, აფრიკის, ავსტრალიის და სხვა მსგავს ქვეყნებში, რომ გაიმართოს უკეთესი იქნება რადგან, იმ ქვეყნებშიც მუსლიმანები უმცირესობაში არიან. ამერიკაში კი მსგავსი შინაარსის გარკვეული კონგრესები იმართება რასაც ნაწილობრივი შედეგები მოაქვს კიდეც   წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები