ერდოღანის სამძიმარი კუბას

ერდოღანის სამძიმარი კუბას

974678
ერდოღანის სამძიმარი კუბას

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა,   ჰავანაში     ბოინგ 737 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულების გამო ქვეყნის პრეზიდენტ,  მიგელ მარიო დიაზ-კანელ ბერმუდეზის სამძიმრის მესიჯი გაუგზავნა. პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამძიმრის მესიჯში ნათქვამია: „პატივცემულო პრეზიდენტო, ჰავანაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია მივიღეთ. ამ უბედური შემთხვევის გამო  თქვენ და მეგობარ კუბის ხალხს ვუსამძიმრებ“.  კუბის დედაქალაქ ჰავანასთან    ბოინგ 737 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მხოლოდ სამი ადამიანი გადარჩა. თვითმფრინავში კი სულ 104 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა



მსგავსი ინფორმაციები