მაკრონი აბასის და მეფე აბდულაჰს ტელეფონით დაუკავშირდა

განიხილეს ისრაელ-პალესტინას შორის შექმნილი მდგომარეობა

971261
მაკრონი აბასის და მეფე აბდულაჰს ტელეფონით დაუკავშირდა

 

საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლიდან, ელისეიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, ამ ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით დაუკავშირდა ჯერ პალესტინის სახელმწიფო მეთაურ მაჰმუდ აბასის, შემდეგ კი იორდანიის მეფე აბდულაჰს და საუბრის დროს ემანუელ მაკრონმა მკაცრად დაგმო ისრაელის არმიის ძალადობა ღაზაში.

ამავე განცხადებით, მაკრონმა შეშფოთება არ დამალა ღაზაში, იერუსალიმში და პალესტინის სხვა დასახლებებში შექმნილი მდგომარების მიმართ და ისრაელის არმიას გადამეტებული ძალის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ და დაძაბულობის შემცირების მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

“მაკრონი მხარს არ უჭერს ისრაელის სახელმწიფოს შექმნის 70-ე წლისთავზე აშშ-ს საელჩოს ტელ ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილებას და იერუსალიმის სიტუაციის მოგვარებას კი საერთაშორისო თანამეგობრობის ეგიდით მოლაპარაკებებში ხედავს", აღნიშნულია ელისეის განცხადებაში

 



მსგავსი ინფორმაციები