უზბეკეთის პრეზიდენტმა ერდოღანის მათ ქვეყანაში ვიზიტის ვიდეო კლიპი გაავრცელა

უზბეკეთის პრეზიდენტმა ერდოღანის მათ ქვეყანაში ვიზიტის ვიდეო კლიპი გაავრცელა

963211
უზბეკეთის პრეზიდენტმა ერდოღანის მათ ქვეყანაში ვიზიტის ვიდეო კლიპი გაავრცელა

უზბეკეთის პრეზიდენტმა შევქეთ მირზიოევმა, თურქეთის პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანის მათ ქვეყანაში ვიზიტის დროს გადაღებული ფოტოებით ვიდეო კლიპი მოამზადა და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. პრეზიდენტის პრესცენტრის მიერ მომზადებული კლიპი,  ერდოღანის უზბეკეთის პარლამენტში გამოსვლის დაროს წაკითხული ლექსით იწყება. მირზიოევის მიერ გამოქვეყნებულ კლიპში ერდოღანის მათ ქვეყანაში ჩასვლიდან გამართული ყველა შეხვედრის დეტალებია ასახული. კლიპში ასევე ერდოღანის ხმით: „ყველა უზბეკ ძმას მივესალმები“ სიტყვებიც არის გამოხატული. აღნიშნულ კლიპში მირზიოების მიერ თურქი ხალხის მიმართ გამოთქმული:   „დედა სამშობლო უზბეკეთის კარები თქვენისთანა ახლო ძმებისთვის ყოველთვის ღიაა. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენს შორის ნდობა უფრო გავაძლიეროთ“, სიტყვებიც არის ასახული. მირზიოევის მიერ გაზიარებული კლიპი სოციალურ ქსელებში მოკლე დროში ყველაზე მეტად იქნა გაზიარებული.



მსგავსი ინფორმაციები