ვარნის სამიტი ერთობლივი პრეს კონფერენციით დასრულდა

თურქეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებები გაგრძელდება

938296
ვარნის სამიტი ერთობლივი პრეს კონფერენციით დასრულდა

 

ვარნის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი და შეეხო რა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს და თურქეთის სრული გაწევრიანების საკითხს, თქვა, რომ თურქეთთან სრული გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელების გარანტი თვითვე იქნება.

"ჩვენ უნდა შევეხოთ იმ საკითხებსაც, რომლებიც გვაერთიანებს. სინამდვილეში, ორივე მხარეს საერთო ინტერესები და საერთო გამოწვევები გვაქვს და მათზე  ერთად უნდა ვიპოვოთ პასუხი. უსაფრთხოების საკითხებში კი გეოსტრატეგიული ინტერესები გვაქვს. მართალია, დღეს ზოგიერთები წინააღმდეგნი არიან ანკარასთან სრული გაწვერიანების თაობაზე მოლაპარაკებების გაგრძელების, მაგრამ, ჩემი აზრით ეს მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და  პირადად მე ვარ გარანტი, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს", აღნიშნა იუნკერმა.

ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარე დონალდ ტუსკმა კი მადლიერება გამოხატა თურქეთის მხრიდან  მილიონობით სირიელი ლტოლვილისადმი გამოჩენილი გულისხმიერების და მხარდაჭერის მიმართ. მისივე აზრით, თურქეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კარგი და კეთილი ურთიერთობები თურქეთის სრული გაწევრიანების პროცესის მნიშვნელოვანი განზომილება და კრიტერიუმი გახდება.

სამიტის მასპინძელი ბულგარეთის პრემიერმინისტრ ბოიკო ბორისოვის განცხადებით კი, ამ ლიდერთა მორიგი სამიტი ივნისის ბოლომდის კიდევ ერთხელ გაიმართება



მსგავსი ინფორმაციები