ხვალ თურქეთ-ევროკავშირის სამიტი მოეწყობა

სამიტს ბულგარეთის ქალაქი ვარნა უმასპინძლებს

937017
ხვალ თურქეთ-ევროკავშირის სამიტი მოეწყობა

 

ბრიუსელიდან გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის როტაციული თავჯდომარის, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მასპინძლობით, ხვალ, ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ვარნაში თურქეთ-ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი, ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარე დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

ამავე ცნობით სამიტი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება და სავარაუდოდ 2 საათს გასტანს რა, მისი დასრულების შემდეგ ლიდერები ერთობლივ პრეს კონფერენციას მოაწყობენ.

სამიტზე, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების, ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან ერთად ასევე ისეთ პრობლემებსაც განიხილავენ, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, პალესტინა, ბალკანეთი, სირია, არაქანი, ერაყი, ლიბია და ა.შ.



მსგავსი ინფორმაციები