ბოსნიელებს თურქული ენა სერიალებმა შეაყვარეს

დღესდღეობით ამ ქვეყანაში სხვადასხვა არხებით 20-ზე მეტი თურქული სერიალი გადის

918670
ბოსნიელებს თურქული ენა სერიალებმა შეაყვარეს

 

ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში 10 წლის წინ დაიწყო თურქული სერიალების ჩვენება, რამაც თურქული ენისადმი ინტერესი გაზარდა.

დღესდღეობით კი ამ ქვეყანაში სხვადასხვა სატელევიზიო არხებით 20-ზე მეტი თურქული სერიალი გადის და ახალგაზრდებს თურქული ენის სწავლებას სტიმულირებას აძლევს.

ამან კი გაზარდა სარაევოს უნივერსიტეტში თურქული ენისა და ლიტერატურის სწავლის მსურველთა რაოდენობა.

უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ კი ამ საქმეს უძღვება ამ ქვეყანაში მოქმედი იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, რომელმაც 2009 წლიდან დღემდე 4618 კურსანტი გამოუშვა   



მსგავსი ინფორმაციები