აშშ-ი იერუსალიმის გადაწყვეტილებას ცხოვრებაში ატარებს

იგი საელჩოს მაისში თელ ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს

917207
აშშ-ი იერუსალიმის გადაწყვეტილებას ცხოვრებაში ატარებს

 

ფართო საერთაშორისო რეაქციის მიუხედავად, აშშ-ი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ამღიარებელი გადაწყვეტილების საკითხში აგრძელებს პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებით, მიმდინარე წლის მაისში 70 წელი უსრულდება ისრაელის სახელმწიფოს შექმნას და ამ საიუბილეო თარიღზე ისინი თავიანთ საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში ოფიციალურად გადაიტანენ.

ისრაელის ტრანსპორტისა და დაზვერვის მინისტრმა იისრაელ კაზმაც დაადასტურა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, თავისი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში 14 მაისს გადაიტანოს.

ასე რომ, ამერიკის საელჩო დროებით გადაინაცვლებს იერუსალიმის გენერალური საკონსულოს შენობაში, რომელიც მდებარეობს არნორას უბანში და თავდაპირველად ჯერ ელჩი დავიდ ფრეიდმანი და მისი თანმხლები მცირერიცხოვანი ჯგუფი გადავა, ხოლო წლის ბოლოსათვის დანარჩენი დიპლომატებიც გადავლენ.

აი ამ პროცესის განმავლობაში კი პარალელურად მუდმივი საელჩოს მშენებლობისათვის ადგილსაც გამოძებნიან და მშენებლობასაც დაიწყებენ.  

აშშ-ს ამ ნაბიჯის შემდეგ მძლავრ საპროტესტო აქციებს ელიან ახლო აღმოსავლეთშიც და მთელს  ისლამურ სამყაროშიც



მსგავსი ინფორმაციები