ჩავუშოღლუმ ინტერვიუ მისცა კანადურ ჟურნალს

“ამერიკელების ქურთი ტერორისტებისადმი მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის ჩვენს მოკავშირეობას“

902652
ჩავუშოღლუმ ინტერვიუ მისცა კანადურ ჟურნალს

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ინტერვიუ მისცა კანადურ ჟურნალს და მასში თურქეთის საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან ქურთული ტერ ორგანიზაცია PYD/YPG-სადმი სამხედრო დახმარებები არა მხოლოდ თურქეთის უშიშროებას უქმნის საფრთხეს, არამედ, თურქეთ-აშშ-ს დიდი ხნის მოკავშირეობას და  პარტნიორობასაც, ამიტომაც ამ ყველაფრის მიუხედავად ამერიკასთან კავშირებს არ წყვეტენ და  მოლაპარაკებების კარებს მასთან ღიად სტოვებენ.

“თურქეთისათვის მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ორი მეზობელი სახელმწიფოს, ერაყის და სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტებს, ამიტომაც ანკარა ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ორივე ქვეყანაში საბოლოო სტაბილურობამ დაისადგუროს და ანკარას სირიის საკითხში იმედი აქვს როგორც ასტანის, ასევე ჟენევის მოლაპარაკებებისაც“, განაცხადა თურქმა დიპლომატმა.

იგი შეეხო იერუსალიმის სტატუსსაც და თქვა, რომ არავის აქვს უფლება მიიღოს ცალმხრივი ან თვითნებური გადაწყვეტილებები ამ სტატუსთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ იერუსალიმის დაცვა მთელი კაცობრიობის მოვალეობაა



მსგავსი ინფორმაციები