ჩინეთში 260 ათასი წლის წინანდელი თავის ქალა აღმოაჩინეს

ამან შეიძლება კაცობრიობის ისტორია შეცვალოს

851005
ჩინეთში 260 ათასი წლის წინანდელი თავის ქალა აღმოაჩინეს

 

ჩინეთის შენსის პროვინციაში მიმდინარე გათხრების დროს არქეოლოგებმა 260 ათასი წლის წინანდელი თავის ქალა აღმოაჩინეს.

მეცნიერების ვარაუდით, ამ აღმოჩენამ შეიძლება  კაცობრიობის ისტორია შეცვალოს.

ნამარხების გამომკვლევ ანთროპოლოგთა უმრავლესობა აქამდე მიიჩნევდა, რომ კაცობრიობა 200 000 წლის წინ აფრიკაში წარმოიშვა, მაგრამ, ჩინელ არქეოლოგთა ეს ახალი აღმოჩენა თავდაყირა დააყენებს კაცობრიობის ისტორიის შესახებ არსებულ თეორიებს, მათ შორის იმასაც, რომ კაცობრიობა აფრიკიდან მოდის.

ინგლისური გამოცემა Daily Mail-ის თანახმად, ახალი აღმოჩენა ცხადყოფს, რომ კაცობრიობის ისტორია არა აფრიკაში 200 000 წლის წინ, არამედ 260,000 წლის წინ აზიაში დაიწყო.

სხვათა შორის, ჩინეთში აღმოჩენილი ეს უძველესი თავის ქალა, მაროკოში უფრო ადრე აღმოჩენილ უძველეს თავის ქალას მიაგავს



მსგავსი ინფორმაციები