ნობელის პრემია ეკონომიკაში ამერიკელ მეცნიერს ერგო

იგი ჩიკაგოს უნივერსიტეტში მუშაობს

823272
ნობელის პრემია ეკონომიკაში ამერიკელ მეცნიერს ერგო

2017 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ამერიკელ ეკონომისტს, რიჩარდ ჰ. თალერს გადაეცა. ნობელის კომიტეტიდან გავრცელებული ინფორმაციით, თალერს ეს პრემია გადაეცა ქცევითი ეკონომიკის თეორიის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის გამო. ამერიკელი ეკონომისტი ამჟამად ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში ქცევითი მეცნიერებისა და ეკონომიკის პროფესორია. ნობელის პრემია ეკონომიკაში 1968 წლიდან დაწესდა და წელს იგი 48-ედ გადაიცემა. რიჩარდ ჰ. თალერს 1 მილიონზე მეტი დოლარის პრემია და დიპლომი 10 დეკემბერს სტოკჰოლმში დაგეგმილ საზეიმო ცერემონიაზე გადაეცემა



მსგავსი ინფორმაციები